საგამოძიებო მედიაპლატფორმის, სტუდია „მონიტორის“ ფეისბუკ გვერდი წაიშალა.
როგორც „მონიტორის“ ჟურნალისტის, მარიკა დუდუნიას გამოქვეყნებულ სქრინზე ჩანს, ფეისბუკის მფლობელი კორპორაცია „მეტა“ მათ „საავტორო უფლებების დარღვევას“ ედავება.
აღნიშნულს ჟურნალისტები გამორიცხავენ.
წინა კვირას, 25 ივლისს, გაითიშა „მონიტორის“ YouTube-არხი, რომელიც მოგვიანებით აღადგინეს.
აღსანიშნავია, რომ გამოცემის ბოლო ჟურნალისტური გამოძიება საქართველოში მოქმედ „ქოლცენტრებს“ ეხება.











კომენტარები