• რეკლამა
  • კონტაქტი
07:11, კვირა, 2 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აი, ამით უნდა იამაყოს ქრისტიანმა” – ლევან სუთიძე

ალია ავტორი - ალია
04:44 08-02-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

გამოცემა ტაბულას მთავარი რედაქტორი, ლევან სუთიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

ამჯერად იმას მოვყვები, რაც ნამდვილად საამაყო აქვს ეკლესიას და რაც იმდენად აღმაფრთოვანებდა ბავშვობიდან, რომ ასჯერ წავიკითხე.

1537 წელია.

გერმანიაში, შმალკალდენში, პროტესტანტი მთავრები და ღვთისმეტყველები იკრიბებიან, რათა პასუხი გასცენ პაპი პავლე III-ის მოწვევას საეკლესიო კრებაზე. ლუთერი თავად ვერ მიდის, თირკმლის კენჭებმა დააგდო. მღვდელყოფილი მარტინის არტიკულები კრებაზე სხვას მიაქვს. კრება ტრაქტატს იღებს, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ პაპი ანტიქრისტეა. შესაბამისად, მიწვევაზე უარს ამბობენ.

ჟენევაში ახალგაზრდა კალვინი ქალაქს ახალ წესრიგს უწერს. ლონდონში ჰენრი VIII მონასტრებს არბევს, თომას მორის თავი უკვე მოკვეთილია. კონსტანტინოპოლში… კონსტანტინოპოლში პაპის ტიარას სულთანის ჩალმა არჩიეს და სურვილები აუხდათ (მაპატიეთ, ცოტა რამ მაღიზიანებს ისე, როგორც იმ დროის კონსტანტინოპოლი)

მაშასადამე, ევროპა კამათობს იმაზე, აქვს თუ არა რომის ეკლესიას სინდისი. ატლანტიკის იქით კი ამ დროს, სრულიად უდავოდ, კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი ძარცვა და ხოცვა მიმდინარეობს. კოლონისტები, რა თქმა უნდა, პირველები არ არიან ვნც ამას აკეთებს ისტორიაში – მაგრამ ქრისტიანებს მეტი მოეთხოვებათ და უნდა გავკიცხოთ.

სწორედ ამ მომენტში, 1537 წლის 2 ივნისს, რომში პაპი პავლე III ხელს აწერს მოულოდნელ ბულას Sublimis Deus.

ტექსტი არის გამაოგნებელი.

ბულა ამბობს, რომ ინდიელები, რომლებზეც კონკისტადორები აცხადებენ, თითქოს ისინი “უტყვი პირუტყვი, ჩვენდა სამსახურად შექმნილნი” იყვნენ, სინამდვილეში:

“ჭეშმარიტად ადამიანები არიან… და მათ არავითარ შემთხვევაში არ უნდა წაერთვას თავისუფლება და ქონების ფლობა, თუნდაც ისინი იესო ქრისტეს რწმენის გარეთ იმყოფებოდნენ.”

გაჩერდით ამ “თუნდაცზე” და გაიხსენეთ, რომ 1537 წელია.

პაპი ამბობს, რომ თავისუფლება და საკუთრება არ არის ნათლობის პრივილეგია. ისინი წარმართს იმიტომ ეკუთვნის, რომ ის ადამიანია. ეს ბუნებითი უფლების განაცხადია, გამოცემული საფრანგეთის რევოლუციამდე ორნახევარი საუკუნით ადრე. და გამოცემული არა ფილოსოფოსის კაბინეტში, არამედ სამოციქულო სასახლეში, ანუ “წმინდა ბუნაგში” – როგორც ერთი მასხარას ჩვენში გავრცელებული წიგნი იტყოდა.

მეტიც. ბულა ამბობს, რომ ეს ხალხები უნდა მოიქცნენ “ღვთის სიტყვის ქადაგებითა, კეთილი და წმინდა ცხოვრების მაგალითით”. არა ხმლით. ე.ი, ძალით მოქცევა უკანონოა.

მაგალითითო – ამაზე მეცინება ხოლმე სულ.

და ახლა ის, რაც ყველაზე ხშირად ავიწყდებათ: ეს ბულა მისმა უწმინდესობამ ისე კი არ გამოსცა, როგორც ზოგიერთი ითხოვს ხოლმე პოლიტპატიმრების გამოშვებას – გამოსცა ის კბილებითა და ეშვებით.

ბულას თან ერთვოდა საეკლესიო წერილი Pastorale officium, გაგზავნილი ტოლედოს კარდინალ ხუან პარდო დე ტავერასთან, ე.ი პირდაპირ ესპანეთის ეკლესიის გულში, რომელიც ადგენდა – ვინც ინდიელს დაიმონებს ან გაძარცვავს, ავტომატურად, latae sententiae, შეჩვენებულიაო.

ანუ დადგენილებაც არ არის საჭიროო. ეგრევე ექსორიაქმნილ ჰყავით ეკლესიიდანო.

წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ეს იმ ეპოქაში. კონკისტადორი, რომელიც მაღაროში ინდიელს კლავს, ზიარებიდანაა მოკვეთილი.

ცხადია ბულა ჰაერიდან არ გაჩენილა. პირი და ფეხები ჰქონდა. პირი იყო დომინიკელი ანტონიო დე მონტესინოსი, რომელმაც ჯერ კიდევ 1511 წელს, კონკისტადორებით სავსე ეკლესიაში იკითხა: “განა ესენი ადამიანები არ არიან?”

მერე ბართოლომე დე ლას კასასი, მონათა პატრონი, რომელიც სინდისმა მონათა ადვოკატად აქცია.

ფეხები კი იყო ბერნარდინო დე მინაია, რომელმაც ესპანეთის კარზე უარის მიღების შემდეგ პირდაპირ რომამდე იარა.

აი, ამით უნდა იამაყოს ქრისტიანმა.

არა იმით, რომ ეკლესია უცოდველი იყო. ის უცოდველი არ ყოფილა. უნდა იამაყოს იმით, რომ როცა მთელი ცივილიზებული სამყარო მომგებიან ტყუილს ყიდულობდა, ერთადერთი ხმა, რომელმაც ამ ტყუილს ოფიციალურად, საეკლესიო სამართლის ენითა და საკუთარი უმთავრესი პოლიტიკური მფარველის, ესპანეთის გვირგვინის ინტერესის საწინააღმდეგოდ უარი უთხრა, მოდიოდა პეტრეს ტახტიდან.

არც ლონდონიდან, სადაც შეშლილი აჰენობარბუსი (უბრალოდ არც კი მჯერა ანგლიკანების ისტორია როგორ დაიწყო) მეექვსე ცოლს კლავდა, არც ჟენევიდან, არც ვიტენბერგიდან.

იმ წლებში იქიდან ინდიელების შესახებ ვერაფერი ვერავინ დაწერა.

პავლე მესამე წმინდანი არ ყოფილა. მას უბრალოდ სინდისი ჰქონდა.

ხედავენ კი უწმინდესნი და უნეტარესნი ისეთ ხალხებს დღეს, რომელთაც ადამიანის სტატუსი სჭირდებათ?

იქნებ მათაც გამოუსვან ჩალა პირში ეკლესიის უზნეობაში მამხილებელთ?

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved