• რეკლამა
  • კონტაქტი
20:48, პარასკევი, 31 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

ალია ავტორი - ალია
18:55 07-31-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

მიუხედავად იმისა, რომ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები მზარდია და სტატისტიკა ყოველ წელს უარყოფითად ვითარდება, მედიცინის მუშაკებისა და მაღალტექნოლოგიური აპარატურის დამსახურებით, დაავადებათა 95 პროცენტი სრულად იკურნება. ერთადერთი შემაფერხებელი გარემოება დაგვიანებული დიაგნოსტიკა და მკურნალობაა.

რა შემთხვევაშია საჭირო ოპერაცია, მთავარი სიმპტომი და მკურნალობის გზები – “ალიას” ამ და სხვა კითხვებს, ონკოქირურგი, მედიცინის დოქტორი, 12 წლიანი პროფესიული გამოცდილებით, 5 საერთაშორისო კლინიკური კვლევის მონაწილე, ანზორ ლაგვილავა პასუხობს.

– რა არის ფარისებრი ჯირკვალი, რა ფუნქცია აქვს, რამდენად მნიშვნელოვანია მისი ფუნქციების შენარჩუნება ადამიანის ორგანიზმისთვის?

– ფარისებური ჯირკვალი არის მეტად მნიშვნელოვანი ენდოკრინული ორგანო რომელიც არეგულერებს მთლიანად ადამიანის ორგანიზმში მეტაბოლურ აქტივობას. დაწყებული ზრდით, განვითარებით, სხეულის ტემპერატურის რეგულაციით, გულისცემის სიხშირის კონტროლით, კუნთების და საჭმლის მომნელებელი სისტემის – დამთავრებული ნერვული და რეპროდუქციული სისტემების კონტროლით და ბევრი სხვა. შესაბამისად ძალზედ მნიშვნელოვანია ფარისებური ჯირკვლის გამართული მუშაობის შენარჩუნება სიცოცხლის მანძილზე, რადგან მისი ფუნქციური დისბალანსი იწვევს სერიოზურ ცვლილებებს ორგანიზში.

– რას იწვევს მისი ფუნქციების დარღვევა და რამდენად გავრცელებულია დღეს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები?

– ჰიპერთირეოზი ანუ ჭარბი თიროიდული ჰორმონების გამომუშავება იწვევს მეტაბულურ ჰიპერაქტივაციას რაც გამოიხატება სხვადასხვა დარღვევებით, გულისცემის სიხშირის მომატებით, წონაში კლებით, ადვილად გაღიზიანებით, კიდურების ტრემორით. ხოლო საწინააღმდეგო ეფექტი გააჩნია ჰიპოფუნქციას, რომელიც პირიქით იწვევს ძილიანობას, საერთო სისუსტეს, წონაში მატებას, ადინამიას და სხვა ბევრ ჩივილს.

სტატისტიკურად ფარისებური ჯირკვლის დაავადებების რიცხვი წლიდან-წლამდე მსოფლიოში და საქართველოში მზარდია, სხვადასხვა მონაცემებით მოსახლეობის თითქმის 30–% ს გააჩნია დარღვევები ფარისებრი ჯირკვლის – იქნება ეს ფუნქციური დარღვევები, კვანძოვანი ჩიყვი თუ მისი შერეული ფორმები. ასევე ერთ-ერთია ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე, – წლიურად საქართველოში 400-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. აქედან შემთხვევბის 75% ქალებია, ხოლო 25 % – მამაკაცები არიან.

– სანამ სიმპტომებზე ვიკითხავ, მაინტერესებს, თუ არსებობს უსიმპტომო შემთხვევები, რამდენად ხშირად და რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ გამოგვეპაროს?

– ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური დარღვევები ყოველთვის გამოხატული სიმტომატიკით გამოირჩევა, იქნება ეს ჰიპერთირეოზი თუ ჰიპოთირეოზი ან და აუტოიმუნური თიროიდიტი. რაც ეხება ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნურ დაავადებებს აქ როგორც წესი სიმპტომატიკა საერთოდ არ არის გამოკვეთილი, თუ არ ვიგულისხმებთ მე 4 სტადიის ავთვისებან სიმსივნეს. მცირე ზომის კვანძები, როგორც წესი, შემთხვევით გამოვლინდება გეგმიური კვლევების ან სკრინინგის ფარგლებში.

-სიმპტომები და წითელი ხაზები, ანუ გადაუდებლად რა სიმპტომების დროსაა საჭირო ექიმისთვის მიმართვა?

– თუ ვისაუბრებთ კლასიკურ ჩიყვზე აქ გადამწყვეტი სიმტომი მისი ზომაა, ვინაიდან ჩიყვი ეს არის ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერტროფია იქნება ეს დიფუზური თუ კვანძოვანი ფორმა და ის კარგად შესამჩნევია კისრის წინა ზედაპრზე, მეტად ქვედა მესამედში. სხვა შემთხვევებში ვგულისხმობ ავთვისებიან სიმსივნეს რომლის სტატისტიკური მონაცემები წლიდან წლამდე მატულობს, პირველიდან მესამე სტადიაშიც კი პრაქტიკულად ასიმპტომურად მიმდინარეობს.

– რა შემთხვევაშია საჭირო ოპერაცია?

– დღეისთვის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური დარღვევები კარგად სამართავია მედიკამენტოზურად და როგორც წესი, საწყის ეტაპზე, არანაირ ქირურგიულ ჩარევებს არ საჭიროებს, ასევე მცირე ზომის წარმონაქმნები, იქნება ეს კოლოიდური თუ სოლიდური შენების თუ მისი ზომა არ აღემატება 1.0სმ.

ქირურგიულ მკურნალობას ექვემდებარება ყველა დიდი ზომის წარმონაქმნები 2.0სმ და მეტი, მით უფრო თუ საქმე გვაქვს დაავადების შერეულ ფორმებთან.

ავთვისებიანი სიმსივნის შემთვევაში ყველაზე ეფექტური ქირურგიული მკურნალობაა.

– როგორ ტარდება ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციები „ნიუ ჰოსპიტალსში“?

– დამზოგველი ქირურგია დღევანდელ დღეს არის ტრენდი მსოფლიოში, ის გამოირჩევა ნაკლები ქირურგიული ტრავმით, კარგი პლასტიკური ეფექტით და სწრაფი რეაბილიტაციით. ჩვენს კლინიკაში ფართოდ არის დანერგილი დამზოგველი ქირურგიული მეთოდები.

თანამედროვე ინსტრუმენტები ხელს გვიწყობს ბევრად უსაფრთხოდ და საიმედოდ დავამუშაოთ სხვადასხვა ზომის სისხლძარღვები და შევამციროთ ინტრა და პოსტოპერაციული გართულებები.

– ტექნოლოგიები – რა როლი აქვს მას თანამედროვე მედიცინაში და ჯანდაცვის უსაფრთხოებაში და აქვე, იყენებთ თუ არა კლინიკაში თანამედროვე აპარატურას? მაგალითად, მსმენია ინტრაოპერაციულ ნეირომონიტორინგზე – რა არის და როგორ იყენებთ?

– ნამდვილად ცალკე აღსანიშნავია ნეირომონიტორინგის აპარატის გამოყენება და ნეირომონიტორინგი, ვინაიდან ყველასთვის ცნობილია ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიული ჩარევის შემდგომი გართულებები როგორც ხმის ტემბრის შეცვლა ან მისი სრული დაკარგვა, ეს დაკავშირებულია ხორხის ნერვის ინტრაოპერაციული დაზიანებით რომელიც იწვევს ხმოვანი იოგის დამბლას, მინდა გავამახვილო ყურადღება რომ მისი დაზიანება არ ნიშნავს მხოლოდ ხმის ჩახლეჩვას, რთულ შემთხვევებში ვითარდება ყლაპვის რეფლექსის დარღვევა და სუნთქვის მწვავე ან ქრონიკული უკმარისობა რაც ბევრად საშიში მდომარეობაა პაციენტისთვის. აღნიშნული პოსტოპერაციული გართულების პრევენციის მიზნით ჩვენ კლინიკაში აქტიურად ვიყენებთ ინტრაოპერაციულ ნეირომონიტორინგს რომლის მეშვეობით ოპერაციის დაწყებისთანავე ხდება ნერვის იდენტიფიკაცია და მისი მონიტორინგი ოპერაციის მსვლელობისას, რათა ქირურგი იყოს დარწმუნებული, რომ ეს უკანასკნელი არ დაზიანებულა და შემდგომში პაციენტს არ განუვითარდება რთული პოსტოპერაციული გართულებები რომლის მკურნალობა რეალურ დროში რთულია და მისი სრულყოფილი ფუნქციური აღდგენა თითქმის შეუძლებელი.

– რეაბილიტაცია – განსხვავდება ძველი მეთოდით ჩატარებული ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია ნეირომონიტორინგით ჩატარებულ ოპერაციის რეაბილიტაციისგან?

– რეაბილიტაციის პროცესი დღეს მნიშვნელოვნად არის გამარტივებული. თანამედროვე ქირურგიული აღჭურვილობა და დამზოგველი ქირურგიული მიდგომა, რომლის დროსაც არ ხდება კისრის კუნთების უხეში გადაკვეთა, ასევე ლარინგეალური ნერვის იდენტიფიკაცია და მისი უსაფრთხოების დაცვა, საშუალებას გვაძლევს, სტაციონარში დაყოვნების დრო 24 საათამდე შევამციროთ, რაც პაციენტისთვის გაცილებით კომფორტულია.

ოპერაციიდან 2–3 დღეში პაციენტი თითქმის სრულად რეაბილიტირდება და აღიდგენს შრომისუნარიანობას.

რეაბილიტაციის პროცესს კლინიკის თანამშრომლები მკაცრად აკონტროლებენ მკურნალი ექიმისა და ენდოკრინოლოგის ჩართულობით.

– რას გვირჩევთ პრევენციისთვის?

– რჩევის სახით მინდა მივმართო მკითხველებს რომ თუ ადამიანს აქვს დამძიმებული ოჯახური ანამნეზი, გენეტიკური მიდრეკილება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მიმართ მან აუცილებლად უნდა გაიაროს სისტემურად სკრინინგი მიუხედავად იმისა აწუხებს თუ არა რაიმე, ან აქვს თუ არა რაიმე სიმპტომი. სკრინინგი სასურველია გაიაროს ყველა 45 წლის ადამიანმა და არანაკლებ 2 წლის შუალედით 70 წლამდე. კარგად უნდა გავიაზროთ რომ ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე იკურნება 90-95% მისი დროული დიაგნოსტიკის და მკურნალობის პირობებში.

ვინაიდან კავკასიის რეგიონი შედის ენდემურ ზონაში, მაღალმთიან რეგიონებს ეს მეტად ეხება და იოდის დეფიციტი თამაშობს მნიშვნელოვანი როლს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებში, ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორი კვება, მავნე ზეგავლენების შემცირება, იოდით გაჯერებული პროდუქთების რეგულარული მიღება არის ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების (და არა მარტო) კარგი პრევენცია.

(R)

თეგები: ანზორ ლაგვილავანიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი
ახალი ამბები

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი

15:40 07-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved