• რეკლამა
  • კონტაქტი
22:22, ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ეს პატიოსანი ბიჭი, ერთი ლარის გულისთვის რომ გამომეკიდა, ვერასდროს გამდიდრდება”

ალია ავტორი - ალია
13:53 07-02-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

ჟურნალისტი თეა გვასალია, სოციალურ ქსელში, წერს:

ახლა ხომ ყველა ყველაფერს ყიდის და ამიტომ ზედ ჩემი ეზოს შლაგბაუმთან, თუთის ჩრდილში მორიგი მანქანა რომ ჩამოდგა და ახალგაზრდა გოგო-ბიჭმა ხილის და ბოსტნეულის ყუთები გადმოალაგა, არ გამკვირვებია. სახლში ასვლისას შევხედე და მომეწონა. არ იყო ერთი ზომის, სანთლით გაპრიალებული, ნიტრატებით გაძეძგილი პლასტმასის პომიდვრები და კიტრები, გარგარს ჭორფლი და ნასეტყვარიც ეტყობოდა. მოკლედ იმ დღესაც ვიყიდე რაღაცეები და მეორე დღესაც. დღეს, ეზოდან რომ გავდიოდი, დამინახა ბიჭმა და გაუნათდა სახე. თქვენო ის არ ხართ, იმ დღეს კარტოფილი რომ იყიდეთო? რა ვიცი, ალბათ კი მეთქი. ჰოდა, რომ მითხარით 3 ლარის ამიწონე, მე შემთხვევით 2 ლარის მოგეცით და ახლა უნდა დაგიმატოთო. ამიჩუყდა გული, შეიძლება მე არც ვიყავი, ნამდვილად არ მახსოვს რამდენი ლარის კარტოფილი ვიყიდე და მე რომც ვყოფილიყავი, არ გამოგართმევ არაფრით მეთქი. რას ამბობთ, ღამე არ დამეძინებაო.

ჩემს აჩუყებულ გულს კიდევ ეგ უნდოდა?  ხომ წამოვზიდე იქიდან ყველაფერი, რაც მჭირდებოდა და არ მჭირდებოდა, იმ კარტოფილზე ხომ ხელჩართული ბრძოლა გავმართეთ და სამი თუ ოთხი ცალი ძლივს ჩამიტენა ბადრიჯნით სავსე პარკში, რომელიც რატომ ვიყიდე, არ ვიცი, ჩემი არც ერთი შვილი ბადრიჯანს არ ეკარება, მომავალშიც, სანამ აქ იდგებიან, ხომ სულ ამათგან ვიყიდი ყველაფერს, მაგრამ პრობლემა რა არის, იცით? ეს პატიოსანი ბიჭი, ერთი ლარის გულისთვის რომ გამომეკიდა, ვერასდროს გამდიდრდება და ზოგიერთი, აქვე, „ლიბრეში“ და „ორ ნაბიჯში“ რომ ყიდულობს ბოსტნეულს და 20 მეტრის მოშორებით ყიდის, თან შვილებს იფიცებს, დასავლეთიდან ჩამოვიტანეო, კი უყიდის იმ ტყუილზე დაფიცებულ შვილებს სახლებს და მანქანებს”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი
ახალი ამბები

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი

15:40 07-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა

14:09 07-30-2026
“პაციენტი კი არ უნდა მოერგოს აპარატურას, არამედ, პირიქით, აპარატურა – პაციენტს” – ოფთალმოლოგი ნინო ტყემალაძე
ახალი ამბები

“პაციენტი კი არ უნდა მოერგოს აპარატურას, არამედ, პირიქით, აპარატურა – პაციენტს” – ოფთალმოლოგი ნინო ტყემალაძე

13:12 07-30-2026
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს

12:31 07-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved