• რეკლამა
  • კონტაქტი
07:50, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აირზენამ” შეწყვიტოს შეუთანხმებელი რეისები” – საჰაერო სივრცე უკონტროლოა?

ალია ავტორი - ალია
00:10 07-02-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ავიაკომპანია აირზენა ბილეთებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შეთანხმებლად ყიდის:

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ბილეთების შეძენა ისეთ რეისებზე, რომელიც არ არის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შეთანხმებული. სამწუხაროდ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანია აირზენა ზოგიერთ მიმართულებაზე ბილეთებს ჩვენთან შუთანხმებლად ყიდის და ეს რეისები არ არის ჩვენს მიერ ოფიციალურად გაცხადებულ მიმართულებებში. მოვუწოდებთ ავიაკომპანია აირზენას, რომ შეწყვიტოს ასეთი შეუთანხმებელი ქმედებები”

მან, ასევე მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს, რომ იხელმძღვანელონ ფრენების მხოლოდ იმ ჩამონათვალით და განრიგით, რომელიც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდებზეა განთავსებული.

წყარო – on.ge

შეგახსენებთ, დღეს “ალიამ” გაავრცელა ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძის წერილი, სადაც ის ადარებდა ევროპული კომპანიებისა და აირზენას ფასებს.

ძალიან სამწუხაროა, გამოდის აირზენა სრულად ფლობს საქართველოს საჰაერო სივრცეს, თუ შეუთანხმებელი რეისების შესრულებაც შეიძლება…

ძალიან სამწუხაროა, საქართველოს ხელისუფლება ახლა გვეუბნება რომ საქართველოს საჰაერო სივრცის მართვაზე წვდომა არა აქვს და ვერც აღიდგენს – ეს ჩვენ უნდა შევამოწმოთ, თურმე, საიტზე…

და აირზენას თუ არა აქვს უფლება, შეუთანხმებლად აწარმოოს ფრენა, როგორ დაფრინავს და თუ აქვს მართლა ასეთი ექსკლუზიური უფლება – საიდან?

და ეს უკვე მერამდენედ ხდება, მედიის საშუალებით რომ კონკრეტულ კომპანიებს მოუწოდებთ და მერე მედიას ეტყვით, რას ერევი, აწი აღარაა შენი საქმეო, ან უარესი – ფეიკია, მედიამ მოიგონაო, განაცხადებთ – რა უნდა მოგიგონოთ, ქალბატონო მინისტრო, ბილეთების ფასი არ ვიცოდითო, ჩვენგან გაიგეთ, შეუთანხმებელი რეისებით დადის “აირზენაო” – და ამის მერეც არ გადიხართ პირდაპირ კომუნიკაციაზე, მე მაბარებთ აირზენასთან – საფოსტა მარკაც მოგვაკარით ხოლმე, უფრო მალე მოვიტანთ თქვენ წერილს – ან მოადგილე არ გყავთ, ან პიარი, ან ვინმე დამხმარე, დარაჯიც არ გყავთ, ქალბატონო მინისტრო? დაზღვეული წერილი გააგზავნეთ და ბიუჯეტიდან გადაიხადეთ მაგის ფული.

ჩვენ დანაბარების მიტანა კი არ გვეზარება, მივიტანთ, მაგრამ…

სად ეს გაფუჭებული ტელეფონი და სად რომ დაწერთ წერილს, ხელს მოაწერთ, განცხადების ნომერს დააწერთ, ბეჭედს დაარტყამთ და მოითხოვთ პასუხს…

თუ არ შეგიძლიათ კიდევ პასუხის მოთხოვნა და თუ არ გაქვთ კონტროლი საქართველოს საჰაერო სივრცეზე, თუ არც ფრენაა შესათანხმებელი და არც ფასი იმ ერთადერთ კომპანიაზე, რომელსაც ფრენის ნებართვა მიეცით – თქვით…

თუ არადა, ვიღებთ ფურცელს, ზემოთ ვაწერთ გამგზავნი პირის მონაცემებს, თარიღს, ნომერს, მერე ვწერთ ტექსტს – დაახლოებით ეგრე, გთხოვთ, მაცნობოთ ამა და ამ რიცხვის ამა და ამ საათზე, რატომ განახორციელეთ შეუთანხმებელი რეისი, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიზამ ამას და ამას (ნუ, რაც შეგიძლიათ), აწერთ ხელს და არტყამთ ბეჭედს. იღებთ კონვერტს, დებს შიგნით წერილს, ენის გასმა აღარ უნდა კონვერტს, მაინც პანდემიაა, ვაწერთ მიმღების მისამართს და ვაგზავნით…

აი, განსხვავებით “აირზენასგან” wizz air-ს პირადად ეკონტაქტეთ და როგორც დღეს განაცხადა, ნება არ დართეთ ფრენა აწარმოოს, ვზივარ უმუშევრად და საქართველოს მთავრობისგან მითითებებს ველოდებიო თქვა, ისიც დაამატა, ალბათ, კიდევ ერთი წელი არ მომცემენ რეისების შესრულების უფლებასო.

ხო, wizz air-ს კი აქვს ერთი ნაკლი – ბილეთის ფასია დაბალი!

ბატონო პრემიერო, ჯერ ისევ თქვენ ხომ ხართ მინისტრთა კაბინეტის მეთაური?

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved