ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიამ რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი დააზიანა. ადგილობრივების თქმით, მეწყერმა დიდი რაოდენობით ქვა-ღორღი და ნაშალი ჩამოიტანა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები მძიმე ტექნიკის გამოყენებით.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.











კომენტარები