მიხეილ სააკაშვილი წერილს აქვეყნებს:
,,რიყის თეატრის ისტორია ძალიან ზოგადად ჩვენი ქვეყნის ბედს 14 წლის განმავლობაში რიყეზე შევარდნაძის დროს უამრავი ძალიან უგემოვნო რესტორანი,ყველა მათგანი ეკუთვნოდა მაშინდელ ჩინოვნიკებს და კანონის გვერდის ავლით იყო აშენებული თუმცა ამაზე ხელისუფლება რა თქმა უნდა თვალს ხუჭავდა. ჩვენ ეს უბანძესი შენობები თავიდანვე ავიღეთ.
რიყე დედაქალაქის გულია და თავიდანვე ვიცოდით, რომ აქ უნდა ყოფილიყო კულტურის დაწესებულება, რომელიც განთავსდებოდა მსოფლიო მნიშვნელობის შენობაში, რომელიც უნდა გამხდარიყო თბილისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი აი როგორც გუგენჰაიმის მუზეუმი ბილბაოში, ალიევის ცენტრი ბაქოში, პომპიდუს ცენტრი პარიზში. ამიტომაც ბევრი მოლაპარაკებების შემდეგ დავითანხმეთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტორი მასიმილიანო ფუკსასი და შევუკვეთეთ თეატრის პროექტი.
რა იყო ამ თეატრის ფუნქცია. ახლა მაგალითად სუხიშვილები წელიწადში 1-2 ჯერ თუ გამოდიან თბილისში. ვასო აბაშიძის მუსიკალურ თეატრს ძალიან პატარ შენობა ჰქონდა, ხოდა ჩვენ გავაერთიანეთ ყველაფერი და გადავწყვიტეთ, რომ თბილისის ცენტში ყოფილიყო ულტრათანამედროვე დარბაზი, რომელშიც ყოველდღე იქნებოდა წარდგენა იმ საუკეთესოსი, რასაც საქართველო სთავაზობდა მსოფლიოს.
მუსიკალურ თეატრში დ. დოიაშვილმა და ცნობილმა ფრანგმა რეჟისორმა რედდამ დადგეს „ქეთო და კოტე“ და „ვერის უბნის მელოდიები“. ამ უკანასკნელის ბროდვეიზე წაღება გადაწყვეტილი ჰქონდა ტრამპს, რომელმაც ნახა ვიდეო და გაგიჟა. წაიღებდა კიდეც, საპრეზიდენტო კამპანიაში რომ არ ჩართულიყო. ხოდა კვირაში სამი დღე იქნებოდა ბროდვეის დონის მიუზიკლები, 2 დღე სუხიშვილების წარმოდგენა და კიდევ ორი დღე სხვადასხვა კონცერტები. მაგალითად, მაშინ ვფიქრობდი ბუბა კიკაბიძეზე, ნანი ბრეგვაძეზე, სხვა, მათ შორის ახალი ვარსკვლავების აღმოჩენაზე და მოზიდვაზე. ეს იქნებოდა ლეგენდარული ფრანგული საკონცერტო დარბაზის, „ოლიმპიას“ ქართული ანალოგი და ქალაქში ჩამოსულ სტუმარსაც ყოველთვის ექნებოდა შანსი ამით ტკბობის, რაც განუზომლად ზრდიდა კულტურული ტურიზმის პოტენციალს.
თეატრი თითქმის ავაშენეთ და ის მსოფლიოს საუკეთესო შენობად(!) აღიარეს 2013 წელს. შეიყვანეს ყველა არქიტექტორულ კატალოგში, მაგრამ ამასობაში ჩატარდა სპეცოპერაცია არჩევნების სახით. ვერის უბნის მელოდიების ბოლო წარმოდგენა ცოცხებიანმა დემონსტრანტებმა ჩაშალეს, ციხის დადგმული კადრების შემდეგ. ხოლო თეატრის შიდა სამუშაოები გაიყინა.
შემდეგ დაიწყო ამ თეატრზე თავდასხმები. 2012 წლის არჩევნებიდან რამდენიმე დღეში, რიყეზე გამოცხადდა „წითელი ინტელიგენციის“ პირდაპირ ბოლშევიკური ოჯახის შვილი, ლანა ღოღობერიძე ტელევიზიებით და მოითხოვა რიყის თეატრის დანგრევა. დაუფიქრდით ამას, რეჟისორი ითხოვდა თეატრის შენობის დანგრევას. შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა ფუკსასის გენიალურ ქმნილებას უწოდა „სოფოს ძუძუები“ (რატომღაც არცერთ ფემინისტს არ გაუპროტესტებია ამ დედაკაცის სრულიად უტიფარი გამონათქვამი) და ასევე მოითხოვა დანგრევა, საინტერესოა პარიჟში თუ ითხოვს პომპიდუს ცენტრის დანგრევას და რაც მთავარია, ამ შენობას მთელი ეს დრო საშინლად ემტერებოდა ივანიშვილი, რომელმაც უამრავი უსახური შუშის ჯიხური ჩადგა ამასობაში, მაგრამ თავისი ჭორვილური გემოვნებით (ამიტომაც მსოფლიო კატალოგებში ვერ მოხვდა) და ამიტომაც გადაწყვიტა იმის მოსპობა რაც მოხდა.
მთავარი კი არის ის, რომ წითელი ინტელიგენციაც, სრულიად ბნელი და ბოროტი „ომი საქართველომ დაიწყო“ პარიჟანკა და რაც მთავარია სოლოლაკელი ჯაყო ამ თეატრში ხედავენ ჩემი მმართველობის ოქროს ხანის სიმბოლოს.
წარმოიდგინეთ დიქტატორი იღვიძებს დილას და სოლოლაკიდან ისევ ხედვას, რომ ტურისტები სურათებს იღებენ სააკაშვილის მემკვიდრეობასთან და სააკაშვილმაც, რომელსაც ბინაც კი არ აქვს საკუთარი საქართველოში, დიდი მნიშვნელობის მსოფლიო არქიტექტორული მემკვიდრეობის შექმნა შეძლო არასრულ 9 წელში – პირველად საქართველოს ისტორიაში. ხოდა რა თქმა უნდა დასანგრევია! ჯერ სცადეს ხალხის რეაქცია იუსტიციის სახლის ხიდის და ჭაჭის კოშკის დანგრევით ბათუმში. ქუთაისში პარლამენტის შენობის დახურვით და გავერანებით და ახლა მიადგა პირდაპირი სიძულვილის ობიექტს – რიყის თეატრს, ანგრევს ზაფხულის შუაგულში, ქურდულად მაშინ როცა ქალაქის უმრავლესობა გასულია.
ზუსტად ასევე ანგრევს ჩემი განათლების სისტემას. ჩემს შექმნილ სახელმწიფო ინსტიტუტებს, სპობს მათ და მსპობს მეც. რეჟიმმა, რომელმაც ბათუმამდე ავტობანი ვერ მიიყვანა ბოლომდე ამდენი წელი, ახლა ხილულად გადავიდა იმაზე რისთვისაც მოვიდა -ნგრევაზე და რა სიმბოლურია, რომ ანგრევს სწორედ ქართული კულტურის ობიექტს, ვინაიდან მათთვის ქართული კულტურული რუსებისთვის ელარჯის წელვით შემოიფარგლება მხოლოდ (რაის „ბროდვეი და რაის „ოლიმპია“).
ჩემთვის ამ ყველაფერში გამაოგნებელი სიაა, რომ ვასო აბაშიძის თეატრის მსახიობთა დიდი ნაწილი რომელთაც თავის დროზე გადავყევი და რომელთაც ივანიშვილმა შენობა წაართვა და საერთოდ თეატრი დაუშალა, ისევ მე მებრძვის გამალებით.
და კიდევ რა მაინტერესებს იცით, ახლაც ისევე როგორც ბათუმში ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გაუქმების და კაზინოდ გადაკეთების შემთხვევაში, მე ერთადერთი ჭირისუფალი რიყის თეატრის თუ სხვებიც ამოიღებენ ხმას, მიუხედავად იმისა, რომ ეს შენობა ჩემს სახელს უკავშირდება თუ ივანიშვილს დასცალდა აუცილებლად დაანგრევს პრეზიდენტის სასახლეს და პარლამენტს ქუთაისშიც და რუსთაველზე, როგორც ქართული სახელმწიფოს სიმბოლოებს.
ეს არის ჰეროსტრატეს სინდრომით ღრმად დაავადებული ადამიანი, რომელსაც სინამდვილეში საკუთარი კომპლექსების გამო ღრმად ეზიზღება ყველაფერი ქართული, რაც არ ჯდება „პატარა ტალახიან ორღობიანი სოფლის“ კონცეფციაში.
მისთვის ყველაზე საშიშია ის მდგომარეობა, როცა ქართველები ამაყობენ ქართველობით, ის განცდა, რომელიც იმ 9 წლის ოქროს ხანამ ( რომლის მატერიალურ ძეგლებს ახლა დიქტატორი სპობს) დაუბრუნა ქართველებს
ჩვენ აღვიდგენთ სიამაყეს. ჩვენ ხელახლა ავაშენებთ საქართველოს!“











კომენტარები