დედაქალაქის მერი ასახელებს ორ მიზეზს, რის გამოც ქუჩები იტბორება.
კახა კალაძის თქმით, პირველი: როდესაც ხდება სანიაღვრეების ამოვსება, ჩამოგლეჯილი ხის ტოტებით, ასევე ნარჩენებით და მეორე: ზოგადად, სანიაღვრე ქსელების არარსებობა, ან მოძველება.
ქალაქის მერი ამბობს, რომ მერია სარეაბილიტაციო სამუშაოს იწყებს და პირველი რასაც გააკეთებენ, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება იქნება.
მინდა მოსახლეობას ვუთხრა, ყველა პრობლემა მოგვარდება. ამინდმა გარკვეული პრობლემა შექმნა ინფრასტრუქტურის მიმართულებით და ყველაფერი მოწესრიგებული იქნება,- განაცხადა მერმა.
„მოკლე დროში მოსული ინტენსიური ნალექის დროს დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, რომელმაც მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. გარდა ამისა, გვაქვს ინფორმაცია კონკრეტულ უბნებში რა პრობლემები შეიქმნა აღნიშნული ამინდის გამო. არ დარჩენილა არცერთი ადგილი, სადაც ჩვენი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ან გამგეობის თანამშრომლები არ მისულიყვნენ, არ ჰქონოდათ კომუნიკაცია მოსახლეობასთან.
მინდა მოსახლეობას ვუთხრა, ყველა პრობლემა მოგვარდება. აღნიშნულმა ამინდმა გარკვეული პრობლემა შექმნა ინფრასტრუქტურის მიმართულებით და ყველაფერი მოწესრიგებული იქნება”- თქვა კალაძემ.
რამდენიმე საათიანი წვიმის შემდეგ, გადაადგილება გართულებული იყო დედაქალაქის თითქმის ყველა უბანში.











კომენტარები