“მთავრობამ მოსახლეობის აღწერის შედეგები გააყალბა. ამ ყალბი მონაცემებით გუშინ პარლამენტში თავს იწონებდა “ოცნების” პრემიერ-მინისტრი.
2025 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, საქართველოში მცხოვრები უცხოელების რაოდენობა 257 ათასს შეადგენდა. ახლახან განახლებული მონაცემებით კი ეს რიცხვი 134 ათასამდე შეამცირეს.
არც თავდაპირველი რიცხვი იყო ზუსტი-უცხოელთა რაოდენობას შეგნებულად ამცირებდნენ. ახლა კი საერთოდ გაანახევრეს, რათა რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან მიგრანტების მზარდი რაოდენობა დამალონ.
თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში შეძენილი უძრავი ქონების რაოდენობას გადავხედავთ (რომლის ძირითად ნაწილს რუსეთის მოქალაქეები ყიდულობენ), სურათი მკვეთრად განსხვავებული იქნება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელობა მკაცრად უნდა დაისაჯოს. მრავალი წელია პოლიტიკურად მგრძნობიარე სტატისტიკას აყალბებენ”, – წერს სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე.














კომენტარები