• რეკლამა
  • კონტაქტი
17:04, პარასკევი, 26 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა

ალია ავტორი - ალია
11:09 06-26-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
358

სააფთიაქო ნარკომანიისა და ფსიქტოროპუილი მედიამემტების შავი ბაზრის სკანდალურ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული  ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ირაკლი მხეიძეა.

ამის შესახებ ინფორმაციას “პირველები” ავრცელებს.

საქმის დეტალები სასამართლო პროცესიდან გახდა ცნობილი. გამოძიების ვერსიით, ყოფილი საჯარო მოხელე სხვა ბრალდებულებს მედიკამენტების გაყიდვაში ეხმარებოდა.

24 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართული ბრიფინგით ცნობილი გახდა, რომ  სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დანაშაულებრივი ჯგუფის 17 წევრი დააკავეს, 3 პირზე კი ძებნა გამოცხადდა. საგამოძიებოში სახელები და გვარები არ დაუსახელებიათ. 

სხდომა საქალაქო სასამართლოში, სადაც ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობდნენ, გვიან ღამემდე გაგრძელდა.  მოსამართლე მზია გარშაულაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენეს ადვოკატებმა, თუმცა მსაჯულმა საქმე არ აიცილა.

ბოლოს მოსამართლემ პროცესი დახურა, დამსწრეები და ჟურნალისტები დარბაზიდან გაუშვა – მოტივი პროკურორის შუამდგომლობა გახდა -სახელმწიფო ბრალდებამ “დარბაზიდან შეურაცხმყოფელი ფრაზები” გააპროტესტა.

რამდენიმე საათიანი პროცესის შემდეგ, ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდათ – ძებნა გამოცხადა ასევე 3 პირზე, რომლთა შორის ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრი, მიხეილ ჩოხელია.

24 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართული ბრიფინგით ცნობილი გახდა, რომ  სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დანაშაულებრივი ჯგუფის 17 წევრი დააკავეს, 3 პირზე კი ძებნა გამოცხადდა.

დაკავებულთა შორის არიან სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მაღალჩინოსნები.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ითქვა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი 7 წლის განმავლობაში უკანონო საქმიანობას ეწეოდა და 53 მილიონ ლარზე მეტს დაეუფლა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ფართომასშტაბიანი ქსელი ქვეყანაში 2018–2025 წლებში მოქმედებდა. პროცესს კი ორგანიზებას უწევდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტიორი კომპანიების ხელმძღვანელები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 194-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 9-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

15:04 06-25-2026
თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved