• რეკლამა
  • კონტაქტი
22:40, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არაობიექტური, ტენდენციური და ცალმხრივი – საგარეო უწყება PACE-ს რეზოლუციაზე

ალია ავტორი - ალია
10:39 06-26-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

არაობიექტური, ტენდენციური და ცალმხრივი – ამ სიტყვებით ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დამტკიცებულ ახალ რეზოლუციას.

უწყება ამტკიცებს, რომ დოკუმენტში არსებული ჩანაწერები საქართველოში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და დემოკრატიის ხარისხის გაუარესების შესახებ ფაქტებს არ ეფუძნება.

საგარეოს განცხადებით, განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით შექმნილი საერთაშორისო ინსტიტუტი სულ უფრო ხშირად გამოიყენება პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად.

მიუღებელია დემოკრატიის სახელით დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობა –  ვკითხულობთ განცხადებაში.

2026 წლის 24 ივნისს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, რომელიც ეფუძნება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ მომზადებულ ანგარიშს.
აღნიშნული ანგარიში არ ემყარება ობიექტურ და ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას, შეიცავს ტენდენციურ ინტერპრეტაციებს, ცალმხრივ პოლიტიკურ შეფასებებსა და საქართველოს შესახებ მცდარი ნარატივების გამეორებას, რაც სერიოზულ კითხვებს აჩენს როგორც ანგარიშის მიუკერძოებლობასთან, ისე მისი მომზადების პროცესთან დაკავშირებით.
განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით შექმნილი საერთაშორისო ინსტიტუტი სულ უფრო ხშირად გამოიყენება პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად. მსგავსი პრაქტიკა აზიანებს თავად ევროპის საბჭოს ავტორიტეტს და აჩენს საფუძვლიან ეჭვებს ორგანიზაციის ცალკეული სტრუქტურების მიუკერძოებლობის მიმართ.
მიუღებელია დემოკრატიის სახელით დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობა, კანონიერად მოქმედი სახელმწიფო ინსტიტუტების მიზანმიმართული კრიტიკა და იმ პოლიტიკური ჯგუფების წახალისება, რომლებიც არჩევნების გზით მიღებული საზოგადოებრივი მანდატის უგულვებელყოფას ცდილობენ. მსგავსი მიდგომა არა დემოკრატიის განმტკიცებას, არამედ პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებასა და რადიკალური პროცესების წახალისებას ემსახურება.
დაუშვებელია სუვერენული სახელმწიფოს შიდა პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესების მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულება, ასევე ეროვნული ინტერესების გათვალისწინებითა და კონსტიტუციური პროცედურების სრული დაცვით მიღებული საკანონმდებლო გადაწყვეტილებების პოლიტიკური ნიშნით შეფასება. შემაშფოთებელია კანონების გაუქმების მოთხოვნა სათანადო სამართლებრივი არგუმენტაციისა და ობიექტური შეფასების გარეშე, რაც სცდება ინსტიტუციური მანდატის ფარგლებს და პოლიტიკური ჩარევის ნიშნებს ატარებს.
საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ დაიცავს ქვეყნის სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წესრიგსა და ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს. არც ერთი გარე პოლიტიკური ზეწოლა, დეზინფორმაციული კამპანია თუ უსამართლო შეფასება ვერ გახდება საქართველოს ეროვნული ინტერესების, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული ლეგიტიმაციის უგულვებელყოფის საფუძველი.
საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს პასუხისმგებლიანი წევრი და მისი უმთავრესი ღირებულებების ერთგული დამცველი, კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას პატივისცემაზე და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისთვის და მოელის ევროპის საბჭოს ინსტიტუტების მხრიდან
კონსტრუქციულ და სამართლიან მიდგომას”, -ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში. 

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved