• რეკლამა
  • კონტაქტი
19:04, სამშაბათი, 23 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

ალია ავტორი - ალია
12:53 06-23-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
162

ალეკო ელისაშვილის ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის განცხადებით, მან შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

რეხვიაშვილის თქმით, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან თქვა, რომ დაკავებული პოლიტიკოსი ტერორისტია. ამასთან პარლამენტის თავმჯდომარემ ზეწოლა მოახდინა პროკურატურასა და სასამართლოზე.

უფლებადამცველი განმარტავს, რომ სასამართლოს მიმართავენ, რათა დადგინდეს, რომ შალვა შალვა პაპუაშვილმა არაერთხელ დაარღვია და შელახა ალექსანდრე ელისაშვილის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.

“პარლამენტის ტრიბუნიდან მოხდა განცხადებების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, რომ ალექსანდრე ელისაშვილი არის ტერორისტი. მოგახსენებთ, რომ 2025 წლის 29 ნოემბერს ალექსანდრე ელისაშვილი დააკავეს სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე, ხოლო მას შემდეგ, რაც შალვა პაპუაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ეს არ არის სხვისი ნივთის დაზიანება და არის ტერორისტული აქტი, პროკურატურამაც დაუყოვნებლივ მოახდინა აღნიშნული კვალიფიკაციის შეცვლა. მოხდა პირდაპირი ზეწოლა პროკურატურაზე და აღნიშნული გამოიხატა იმასთან დაკავშირებით, რომ კვალიფიკაცია შეიცვალა, ასევე მოხდა ზეწოლა სასამართლოზე, რომ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება და  ალექსანდრე ელისაშვილი ცნონ მტკიცებულებების გარეშე დამნაშავედ, ტერორისტული აქტის ჩადენაზე და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ვითხოვთ, რომ დაადგინოს თბილისის საქალაქო სასამართლომ, შალვა პაპუაშვილმა არაერთხელ დაარღვია და შელახა ალექსანდრე ელისაშვილის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია,” – განაცხადა გიორგი რეხვიაშვილმა. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved