• რეკლამა
  • კონტაქტი
20:06, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ყველაზე რთულ პერიოდში, როდესაც დაახლოებით 25-მდე „კომუნიკატორელი“ ოფისისა და პროექტების გარეშე დავრჩით, გამოგვიწოდა ხელი” – სერგი გვარჯალაძე თემურ უგულავაზე

ალია ავტორი - ალია
14:24 06-22-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,415

სერგი გვარჯალაძე ბიზნესმენ თემურ უგულავას გარდაცვალებაზე:

,,თემურის ფოტო არ მაქვს სამწუხაროდ — არ უყვარდა ამ კაცს არც ფოტოების გადაღება და არც ინტერვიუების მიცემა.

თემო 2002 წელს გავიცანი, ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში, როდესაც დაახლოებით 25-მდე „კომუნიკატორელი“ ოფისისა და პროექტების გარეშე დავრჩით. გამოგვიწოდა ხელი. კლუბის იდეაზე მიამბო, რომელიც იმ დროს თითქმის ფანტასტიკად მეჩვენებოდა. თუმცა სულ რაღაც რამდენიმე თვეში “აჭარა მიუზიქჰოლის” სცენაზე უკვე Soul To Soul იდგა, დანარჩენი კი ისტორიაა.

2 წლის განმავლობაში არაერთი სირთულე, კრიზისი და გამოწვევა გავიარეთ “მიუზიქჰოლში”, მაგრამ ყოველთვის განსაკუთრებული სიმშვიდით, ღირსებითა და ადამიანური სიკეთით ახერხებდა პრობლემების მოგვარებას.

სწორედ ამიტომ არის მისი წასვლა ამდენი ადამიანისთვის ასეთი დიდი დანაკლისი. ბევრმა დაკარგა ერთგული მეგობარი, სანდო მხარდამჭერი და ადამიანი, რომელზეც ყოველთვის შეიძლებოდა დაყრდნობა. განსაკუთრებით მძიმეა ეს დანაკარგი შემოქმედი ადამიანებისთვის, რომელთა გვერდითაც წლების განმავლობაში იდგა.

თემომ მთელ საქართველოს უამრავი მნიშვნელოვანი ადგილი, პროექტი და მოგონება დაუტოვა — ნამდვილი მარგალიტები, რომლებიც მის სახელს ყოველთვის შეგვახსენებს. მისი ცხოვრება კი დარჩება მაგალითად იმისა, თუ როგორ შეიძლება ჩუმად, ყოველგვარი მედია “კორდობალეტის” გარეშე, აკეთო კარგი საქმე, ერთგულად ემსახურო საკუთარ ქალაქს, ქვეყანას და ადამიანებს.“

თეგები: თემურ უგულავასერგი გვარჯალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved