• რეკლამა
  • კონტაქტი
07:27, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს იყო ხელისუფლების შეცდომა, ქართველი ხალხის შეურაცხყოფა და არ აქვს არანაირი გამართლება“

ალია ავტორი - ალია
01:02 06-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

„ალიას“ ესაუბრება სამოქალაქო აქტივისტი, კახა მიქაია.

– ამ ხელისუფლებამ, სამჯერ აღძრა სისხლის სამართლის საქმე „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ. სამჯერვე 317–ე მუხლით, ძალადობრივი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა. ამ მუხლით, არც ერთი ადამიანი არც კი  დაუკავებიათ. არც ერთხელ, ეს დაწყებული გამოძიებები ბოლომდე ვერ  მიუყვანიათ. ეს რომ გაეკეთებინათ, რამდენიმე ბუნტისთავი „ნაციონალი“ რომ დაეჭირათ, რისი სამართლებრივი საფუძვლებიც ჰქონდათ, ეს ამბები აღარ მოხდებოდა.

– ვერ მიიყვანეს კი არა, არ მიიყვანეს ბოლომდე არც ერთი ეს საქმე. ფაქტია, დღევანდელ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილი აწყობს ოპონენტად, რათა დარჩეს ხელისუფლებაში.

– მაშინ, გამოდის, რომ ეს ყველაფერი მართული პროცესია. ხელისუფლებას აქვს იმის უნარი, რომ შექმნას საფრთხეები და მართოს ეს საფრთხის შემცველი პროცესები.

– დიახ, დიახ, ასეა ნამდვილად. თუმცა, ერთ დღეს ეს მართული საფრთხე შეიძლება ვეღარ მართოს და მან ბოლო მოუღოს.

– რუსთაველზე საპროტესტო აქციები დაიწყო. თქვენი აზრით, რა მიზანი აქვთ აქციის ორგანიზატორებს?

– შარშანდელი 20 ივნისი იყო კატასტროფული შეცდომა ამ ხელისუფლების. ეს იყო ქართველი ხალხის შურაცხყოფა.  გავრილოვის ჩასმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში,  ახალგაზრდების პროტესტიც სამართლიანი იყო. სხვა საქმეა, მერე რაში გადაიზარდა ეს პროტესტი.  არაფერი არ იქნებოდა, დროულად რომ გადამდგარიყო ირაკლი კობახიძე.  არანაირი გამართლება  არ აქვს იმ სისხლს, რაც რუსთაველზე დაიღვარა. პასუხისმგებლობა ეკისრება ზაქარია ქუცნაშვილსაც  და რასაკვირველია, ხელისუფლებას მთლიანად. თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება ოპოზიციასაც. 20 ივნისს, საქართველოს ხელისუფლებამ დაკარგა  მორალური უპირატესობა, რომელიც მას გააჩნდა ოპოზიციაზე. აი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სამწუხარო.

– ახალი აქციები რას გვიქადის? არის საფრთხე, რომ  გადაიზარდოს რევოლუციურ პროცესებში?

– არა მგონია, რომ არეულობაში გადაიზარდოს. ამის რესურსი, ამის უნარი, დღეს ოპოზიციას არ გააჩნია. დღეს ოპოზიცია ძალიან სუსტია, თუნდაც გაერთიანებული.

– საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 48% სახლში დაჯდა, არ წავიდა არჩევნებზე. მე ვფიქრობ, ამ საპარლამენტო არჩევნებზეც ეს ხალხი სახლში დარჩება. ეს ოპოზიცია არ არის ის ალტერნატივა, ეს ხალხი რომ ელოდება, მათ რომ სახლებიდან გამოიყვანს და საარჩევნო უბნებზე მიიყვანს.

– ვნახოთ… „ქართული ოცნებისა“ და „ნაცების“ მოწინააღმდეგენი უფრო  მეტნი არიან, ვიდრე ამ ორი პარტიის მომხრეები. საქართველოში ჯერ არ არის მესამე პოლიტიკური ძალა, რომელსაც ის ხალხი მისცემს ხმას, რომლებიც არც „ნაცების“ მომხრეა და არც „ქართული ოცნებისა“. გაერთიანებულ ოპოზიციას კი ვეძახით, მაგრამ ეს მაინც „ნაცმოძრაობაა“, მთავარი ძალა,  ლოკომოტივია  იმ ოპოზიციაში. „ნაცმოძრაობა“  კი უკვე იყო ხელისუფლებაში  და რა დამართა ამ ქვეყანას და ხალხს,  ვიცით.

– ეროვნული ძალების  გაერთიანებას არ დაადგა საშველი. კი, მიდის მილაპარაკებები გაერთიანებაზე, მაგრამ კაცმა არ იცის, როგორ დასრულდება. შესაძლოა, მათი გაერთიანება იყოს ის მესამე ძალა, რომელსაც ხალხი ელოდება.

– მე ყველას წარმატებას ვუსურვებ, ვინც ამ ქვეყნის სასიკეთოდ გაერთიანდება. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ვერ ვხედავ  სერიოზულ ალტერნატივას, რომელიც უარს ეტყვის „ნაცმოძრაობასაც“ და „ქართულ ოცნებასაც“.

– აღარ ჩამოვთვლი ამ ეროვნულ ძალებს,იცით, ვინც არიან. უკაცრავად ამ უხეშ გამოთქმაზე და, ყველანი ერთად რომ დაიხვეტონ, სძლიონ თავიანთ ამბიციებს, ადგნენ, გაერთიანდნენ და  ყველამ ერთად, კონკრეტული ლიდერის გარეშე, უთხრან ხალხს, რომ ჩვენ ვართ მესამე ძალა. აჰყვება და გაჰყვება მათ ხალხი?

– ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ. ღმერთმა  ქნას, რომ ვცდებოდე!  სერიოზულ პოლიტიკურ ალტერნატივას გაჰყვება ხალხი, მაგრამ რა ვქნა, ამ ალტერნატივას ვერ ვხედავ.

– ასე როდემდე უნდა ვიყოთ და ერთ  წრეზე როდემდე უნდა ვიაროთ? ქვეყანას განვითარების პერსპექტივა ნელ–ნელა ეკარგება.

– გეთანხმებით, განვითარების პერსპექტივას ნელ–ნელა ვკარგავთ. ამიტომ, დიდი ძალისხმევაა საჭირო. ამას უნდა რამდენიმე პირობის შესრულება. რატომ ვარ ასე პესიმისტურად განწყობილი? ვერ ვხედავ ალტერნატიულ ძალას და ვერ ვხედავ მზაობას ქართული საზოგადოების, პოლიტიკური ძალების, რომლებიც ამ მესამე ალტერნატივას შექმნიან. ჯერჯერობით ეს რესურსი არ არსებობს. კიდევ ერთხელ ვამბობ,  ღმერთმა ქნას, ვცდებოდე!

ლევან ჯავახიშვილი, ალია, №21

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved