• რეკლამა
  • კონტაქტი
00:23, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას გულისხმობს ხაბეიშვილის ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტი

ალია ავტორი - ალია
20:03 06-20-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
862

პარტიების გაერთიანებას გაეშვით, უაზრობაა – ამის შესახებ ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, პატიმრობაში მყოფი ლევან ხებეიშვილი TV პირველისთვის გამოგზავნილ წერილში წერს.

მისი თქმით, მთავარი ამოცანა ერის გაერთიანებაშია.

ლევან ხაბეიშვილი საზოგადოებას 5+1 შეთანხმებას სთავაზობს – როგორც პატიმრობაში მყოფი ხაბეიშვილი ამბობს,  უნდა მოხდეს შეთანხმება 5 საკითხზე, რასთან დაკავშირებითაც „პროპაგანდას პასუხი უნდა გასცენ“. დამატებით ერთ საკითხად კი ლევან ხაბეიშვილი ასახელებს „საქართველოს ივანიშვილის გარეშე“.

ყველა ერთად უნდა დადგეს – სხვა გამოსავალი არ არის. პარტიების გაერთიანებას გაეშვით უაზრობაა, არასოდეს გამოვიდა, რაც არ გამოდის გავეშვათ, ერი გავერთიანდეთ განურჩევლად პარტიულობისა და გადავარჩინოთ საქართველო, სხვა შემთხვევაში უაზრო დროის ხარჯვაა და ქვეყნის ღალატია უმოქმედობა. ახლა ყველა ერთად და როცა დავაბრუნებთ ქვეყანას, ნორმალურ პირობებში, მერე „დაეტოლონ“ ლიდერები და ჩვენ – უბრალო მოკვდავები მოვემსახურებით ქვეყანას. ღმერთმა დალოცოს საქართველო”- აღნიშნულია “დღის ამბებისთვის” გამოგზავნილ წერილში.

ოპოზიციის ლიდერი თანამოაზრეებს მოქმედებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ მთავარია ბრძოლის ფუნდამენტი შეთანხმდეს.

,,გორის ფაქტი და მელაძის მასალებზე მეტი რა უნდა მოხდეს?! ამას როგორ იტანს ერი?! როდის შეძლო ბიძინამ ასე დავეჩმორებინეთ?! დაჯერება არ მინდა იმის, რომ ამ სულში ჩაფურთხებას ეგუება ხალხი. შეუძლებელია ამის მშვიდად ყურება და შეგუება, ამიტომაც მიმაჩნია ფუნდამენტზე შეთანხმება (ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტი) და შეტევაზე გადასვლა – თორემ უკვე მარჩიელობის და უაზრო კომენტარების იმედად დავრჩით, რომლებსაც სულ სხვისი გარჩევა უნდათ. ოღონდ თავად არაფერი აკეთონ და მუდმივად სხვას განსჯიან ან სულ რომ არაფერი, ერთმანეთში მაინც იქიშპებენ”- დასძენს ხაბეიშვილი. 

ამასთან, TV პირველის ეთერში, ხაბეიშვილის ადვოკატმა, ანი ნადარეიშვილმა წაიკითხა ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მიერ დაწერილი 5+1 პუნქტი, რომელიც ნადარეიშვილის თქმით, არის პროპაგანდასთან საბრძოლველი გზავნილი ქართველი ხალხისთვის.

გთავაზობთ წერილს, რომელიც ანი ნადარეიშვილმა წაიკითხა:

  • “საქართველოს სახელმწიფო ისტორიულ გზა-გასაყარზეა, ივანიშვილმა აირჩია ავაზაკ ბარაბას, მოღალატე იუდას გზა და უარყო დავით აღმაშენებლის თამარის ილია ჭავჭავაძის და რაც მთავარია იესოს გზა. ივანიშვილმა უარი თქვა სიკეთეზე, სიყვარულზე, დათმობაზე და მისი რეჟიმი დაამყნო სიძულვილზე, წამებაზე, ძალადობასა და დაყოფაზე. ძალადობრივ რეჟიმს ზურგს უმაგრებს ამორალური, აღვირახსნილი, მატყუარა რუსული პროპაგანდა. ჩვენი ვალდებულებაა ამ გამოწვევას ადეკვატურად ვუპასუხოთ. პროპაგანდისტული რეალობიდან გამომდინარე, გთავაზობთ, შეთანხმებას ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტზე”.

ეს პუნქტებია:

1. საქართველოში არასოდეს იქნება დაშვებული ერთნაირსქესიანთა ქორწინება – ოჯახი იყო, არის და იქნება ქალის და მამაკაცის ერთობა.

ნადარეიშვილის განმარტებით, “პროპაგანდა ზუსტად მუშაობს ადამიანებზე, რომ ევროპა ითხოვს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, ამიტომ უარი უნდა ვთქვათ ევროპაზე” და არასდროს ევროკავშირს ეს არ მოუთხოვია.

2. საქართველოში ხალხის მთავარი გამაერთიანებელი ყველა დროს, ყველა ეპოქაში იყო რწმენა და ღმერთი. უფლის სიყვარული, ქრისტესმიერი სათნოება, სიკეთე და ტოლერანტობა. ჩვენი პრიორიტეტი არის და იქნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, რეაბილიტაცია და აღდგენა. ასევე, სასულიერო აკადემიის გაძლიერება, ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა და ფინანსური მხარდაჭერა. მხარს დავუჭერთ, პატრიარქის ინსტიტუტისთვის შესაძლებლობის გაჩენას, რომ შობის და აღდგომის დღესასწაულებზე უშუამდგომლოს გარკვეული რაოდენობის მსჯავრდებულებს.

3. საქართველოდან კოლოსალური რაოდენობის მოქალაქე გაურბის სიდუხჭირეს, გაჭირვებას, რუსულ რეჟიმს და ამ ფონზე აბსოლუტურად უკონტროლოდ, ზღვარგადასული რაოდენობით ჩვენ ქვეყანაში შემოდიან რუსები, პაკისტანელები, ინდოელები, ირანელები და ა.შ. უპირობოდ შეწყდება უკონტროლოდ შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოდინება და გამკაცრდება საემიგრაციო პოლიტიკა. ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, იგივე სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, ზომიერების ფარგლებში, შეეძლებათ ესტუმრონ საქართველოს და არა ჩაანაცვლონ საქართველოს მოქალაქეები.

რაც შეეხება მეოთხე პუნქტს, ნადარეიშვილის განცხადებით, ის ეხება ყბადაღებულ გამოთქმას “აბა ომი გინდათ?!” და შემდეგი შინაარსისაა:

4. ოკუპანტ რუსეთთან გვექნება რაციონალური, სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რაც უპირობოდ უზრუნველყოფს სტაბილურობას, მშვიდობას და საქართველოს ინტერესების ღირსეულ დაცვას.

5. საქართველოში მცირდება შობადობა და სიკვდილიანობა იზრდება – აქედან გამომდინარე, ამ ფონზე იშლება ოჯახები და მათი უმრავლესობა საქართველოდან გადახვეწით შველის საკუთარ თავს. ჩვენთვის ოჯახი, გამრავლება არის პრიორიტეტი და შესაბამისად, ქორწინება, ოჯახის შექმნა და შვილის ყოლა გახდება ფინანსურად წახალისებული და უზრუნველყოფილი.

რაც შეეხება +1 პუნქტს, ადვოკატის განცხადებით, ის ასე გამოიყურება:

“როგორც კი ამ 5 პუნქტზე შევთანხმდებით და ფორსირებულად პასუხს გავცემთ პროპაგანდას ყოველგვარი ჭოჭმანის, ჭრიალისა და ენის მოჩლექის გარეშე, შემდეგ უკვე შევძლებთ გადავიდეთ ასევე უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. ეს არის: ევროპასთან ინტეგრაცია, დასავლურ ვექტორზე დაბრუნება, საკანონმდებლო ბაზის გასწორება, რომ უსწრაფესად დავუბრუნდეთ ჩვენს ისტორიულ, ევროპულ ოჯახს – ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ საბანკო ოლიგარქიის დასრულებაზე, ეკონომიკურ სიკეთეებზე და დოვლათზე, რომელსაც მიიღებს ხალხი და +1 პუნქტი: საქართველო ივანიშვილის გარეშე. ამ პუნქტის შეუსრულებლობის გარეშე საბოლოოდ გადაიჩეხება ჩვენი ქვეყანა, რაც ცხადია, არ უნდა დავუშვათ”.

თეგები: ლევან ხაბეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved