• რეკლამა
  • კონტაქტი
07:45, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, რა გარანტიებზე ლაპარაკობთ, რა გეგმაზე, რა შედეგზე და ვის პასუხისმგებლობაზე?!!” – ირინა სარიშვილი

ალია ავტორი - ალია
04:10 06-21-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
109

პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი:

,,თქვენ თუ სინდისი გაწუხებთ და ამიტომ ფორიაქობთ, ეგ თქვენი პრობლემაა ჩვენ დიდად არ გვანაღვლებსო – ამას გვიწერენ 4 ოქტომბრის აქციის მომხრეებს ისინი, ვინც არა თუ თითი თითზე არ დაადო ამ დღის ორგანიზებისთვის, არამედ პირიქით, ღია თუ ფარული აგრესიით და ირონიით და შესაძლოა სხვა რამითაც ხელს გვიშლიდნენ 4 ოქტმბრამდე, 4 ოქტომბერს და დღესაც იგივეს აგრძელებენ რომ მეორედ ამ გზას არავინ დაადგეს. არადა ეს ერთადერთი სწორი გზაა ამ რეჟიმის თავიდან მოსაშორებლად და მისი ასეთი დასასრული ბრძოლის გაგრძელების სურვილს უნდა აასკეცებდეს და არა პირიქით.
დიახ – 4 ოქტომბრის აქციის სულისკვეთება ერთადერთი გზაა, რადგან ამ რეჟიმის პირობებში სხვა გზა არ არსებობს.
გარანტიები თუ გქონდათო; გეგმა რა იყოო; კარგად ორგანიზებული არ იყოო, ამდენი ხალხი დაიჭირეს, დაარბიეს და პასუხისმგებლობას ვინ იღებთო… შედეგი სად არისო…
რა გარანტიებზე ლაპარაკობთ, რა გეგმაზე, რა შედეგზე და ვის პასუხისმგებლობაზე?!!
1924 წლის აჯანყებაზე შორს აღარ წავალ, აქეთ გადმოვინაცვლოთ – 9 აპრილი; ანწუხელიძე; 20 ივნისის “გავრილოვის ღამე” – ამაზეც იგივე შეკითხვები და პრეტენზიები გაქვთ?! ხვდებით მაინც სადამდე მივყავართ და რა დონის მავნებლობაა თქვენი დღევანდელი საქციელი, “ოპოზიციონერებო” ვისაც ეს გეხებათ?! იმის მაგივრად რომ საკუთარი წვლილი დაინახოთ 4 ოქტომბრის ასეთ დასასრულში, კიდევ აქეთ ხელს იშვერთ ან საუკეთესო შემთხვევაში მითიურ მოღალატეებს ეძებთ მაშინ როცა მიზეზი თქვენშია, ვისაც უკეთესი ორგანიზება და გაერთიანება შეგეძლოთ, ჩვენშია ყველაში ვინც იმ 60 კაცთან ერთად არ ვიყავით იმ დღეს! ყველაფერი სხვანაირად დასრულდებოდა.
და ჰო! მე მაწუხებს სინდისი რომ მეც მათთან ერთად არ ვარ ციხეში, რადგან ზუსტად ისეთივე სიხშირით მოვუწოდებდი ხალხს 4 ოქტომბერს გარეთ გამოსვლისკენ. არც პააატა ბურჭულაძეს, არც მურთაზ ზოდელავას და არც არავის სხვა არაფერი გაუკეთებიათ აქციის ორგანიზებისთვის, ამიტომ მეც მათთან ერთად ვარ ორგანიზატორი და მათ გვერდით ციხეში მირჩევნია თქვენნაირი “ბრძენების ალიანსის” გვერდით ყოფნას, რომლის ერთ-ერთი ლიდერი პროკურატურის ცრუმოწმეა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ დღეს!
ჩემი ცხოვრების მანძილზე ბევრი რამის მონაწილე ვყოფილვარ, რაღაცა მინანია, რაღაცით მიამაყია და 4 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობა და თუ გნებავთ, ორგანიზატორობაც, ყველაზე საამაყო პერიოდად დარჩება ჩემთვის თუნდაც იმიტომ რომ ფეხიფეხზე გადადებული არ ველოდები სხვისი დაღვრილი სისხლით მოტანილ საგარეო ცვლილებებს!”

თეგები: ირინა სარიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved