• რეკლამა
  • კონტაქტი
21:29, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სკოლის ფორმების შესაკერად სახელმწიფო მილიონობით ლარს ჩინურ კომპანიას გადაუხდის

ალია ავტორი - ალია
17:12 06-20-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის სავალდებულო სასკოლო ფორმების შესაძენად სახელმწიფო მილიონობით ლარს დახარჯავს. პროექტის ფარგლებში ფორმების დამზადება დაევალა კომპანიას, რომელიც წარმოებას ჩინეთში ახორციელებს.

როგორც გაირკვა, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გამარტივებული წესით გაფორმდა. პროცესი დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან ახალი რეგულაციის თანახმად, მომავალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები სკოლაში ერთიანი ფორმით უნდა გამოცხადდნენ.

გადაწყვეტილებას კითხვები მოჰყვა კორუფციისა და სახელმწიფო შესყიდვების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მხრიდან. მათი შეფასებით, სახელმწიფოს უნდა განემარტა, რატომ შეირჩა უცხოური წარმოება და არა ადგილობრივი სამკერვალო სექტორი. კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ გადაწყვეტილება საქართველოსა და ჩინეთს შორის ბოლო წლებში გაღრმავებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს უკავშირდება.

“ეს არ იყო საერთაშორისო ტენდერი, შესაბამისად, ეს არ იყო საერთაშორისო ბაზრის კვლევა და როგორ გაიგო ჩინურმა კომპანიამ, რომელიც ჩინეთშია რეგისტრირებული? ანუ აქ არის ძალიან დიდი კორუფციული ეჭვი. ის პრობლემა არ არის, რომ ჩინეთში იკერება, პრობლემა არის ის, ამ კომპანიების უკან ვინ დგას და ვინ იყვნენ შუამავლები ამ ყველაფრის, რადგან ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მაგალითი ჩინურ კომპანიებთან როგორ არიან გარიგებულები “ქართული ოცნების” მაღალი თანამდებობის პირები. პრიორიტეტი არ არის დღეს სკოლის ფორმები, იმიტომ, რომ გვაქვს ჩვენ სკოლები, სადაც ელემენტარული სველი წერტილები არ არის და საპირფარეშოები არ აქვთ ბავშვებს, სკოლები არ არსებობს საერთოდ, დაანგრიეს და ვეღარ ააშენეს და ამ ბავშვებს ეუბნებიან, რომ მთავარი არის თურმე ფორმა, – ამბობს ბესიკ დონაძე. 

სასკოლო ფორმების ჩინურ კომპანიასთან დაკავშირებას კრიტიკულად აფასებს ქეთევან ენუქიძეც. მისი თქმით, გადაწყვეტილება დამატებით კითხვებს აჩენს როგორც სახელმწიფო ხარჯების, ისე ადგილობრივი ბიზნესის ინტერესების უგულებელყოფის თვალსაზრისით.

“თანხის გადახდა ღირებულების რამდენად შეუძლია ყველა ოჯახს, რამდენად მიზანშეწონილად მიიჩნევს ის ამ თანხის გადახდას, ძლაიან ბევრი საკითხია, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეს არის ერთგვარი განაცხადი ბიზნესპარტნიორობის თვალსაზრისით ჩინეთთან. რამდენი სამკერვალო კომპანია არსებობს ქვეყანაში, რომელსაც შესანიშნავადწაადგებოდა ეს ფული, მაგრამ არა, ესენი ხელშეკრულებას დებენ უცხოეთის სახელმწიფოსთან. არავინ იცის ხვალ, ზეგ, 10 წლის შემდეგ რა კორუფციული სქემა შეიძლება უცებ აქედან ჭინკასავით ამოხტეს და ზოგადად, როგორც უნდათ, ისე ჭრიან და კერავენ, – ამბობს ქეთევან ენუქიძე. 

განათლების სამინისტროსა და შესყიდვების პროცესში ჩართულ უწყებებს აღნიშნულ საკითხზე დამატებითი განმარტებები ჯერ არ გაუკეთებიათ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved