• რეკლამა
  • კონტაქტი
11:25, სამშაბათი, 4 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“4 ოქტომბრის აქციის მონაწილეები არ იყვნენ არც მოღალატეები, არც დაბრმავებულები და არც ვინმეს მარიონეტები” – მაია ბაჩანაშვილი ნიკა გვარამიას

ალია ავტორი - ალია
21:34 06-19-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,352

ნაციონალური მოძრაობის წევრი, მაია ბაჩანაშვილი, ნიკა გვარამიას პასუხობს:

Nika Gvaramia საკუთარ სტატუსში ამტკიცებს, რომ 4 ოქტომბრის აქცია თავიდანვე შეცდომა და წარუმატებლობისთვის განწირული ავანტიურა იყო, ხოლო მისი ორგანიზატორები და მხარდამჭერები რეალობას იყვნენ მოწყვეტილნი.
ამავე დროს, ის პასუხისმგებლობას აკისრებს იმ ადამიანებს, რომლებმაც საზოგადოებას იმედი მისცეს და დღეს მათგან გეგმებსა და პასუხებს ითხოვს. მათ შორის არიან ის ადამიანებიც, რომლებიც დღეს რუსული რეჟიმის ტყვეობაში იმყოფებიან.
მაგრამ ამ სტატუსში ყველაზე თვალშისაცემი სხვა რამ არის გვარამია კვლავ სხვებში ეძებს დამნაშავეს და არა საკუთარ პოლიტიკურ წრეში, საკუთარ გადაწყვეტილებებსა და იმ ადამიანებში, რომლებმაც წლების განმავლობაში საერთო ოპოზიციური ბრძოლის ნაცვლად პარტიული ინტერესები და პირადი ამბიციები დააყენეს პირველ ადგილზე.
დღეს ის ადამიანები, რომლებიც 4 ოქტომბერს ქუჩაში იდგნენ ქვეყნის თავისუფლებისთვის, პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად და რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად, გვარამიას შეფასებით თურმე „დაბრმავებულები“ ან „ფსიქოზში მყოფები“ ყოფილან. სინამდვილეში კი ისინი იყვნენ მოქალაქეები, რომლებმაც იმ მომენტში გააკეთეს ის, რასაც საკუთარი სინდისი და ქვეყნის სიყვარული კარნახობდათ.
ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ გვარამია კვლავ გაურბის საკუთარ პასუხისმგებლობას. არადა, რომ არა ოპოზიციაში არსებული ვიწრო პარტიული ინტერესები, მუდმივი ბრძოლა ლიდერობისთვის და პირველი ოპოზიციური ძალის სტატუსზე შეპყრობილი პოლიტიკოსები, დღეს ქვეყანა სრულიად სხვა მდგომარეობაში იქნებოდა.
განსაკუთრებით ცინიკურია, როდესაც ამ ყველაფერზე საუბრობს ადამიანი, რომელიც თავად არაერთხელ აღმოჩნდა პოლიტიკური დაპირისპირებისა და ოპოზიციური გახლეჩის ცენტრში.
4 ოქტომბრის აქციის მონაწილეები არ იყვნენ არც მოღალატეები, არც დაბრმავებულები და არც ვინმეს მარიონეტები. ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც საკუთარი დრო, ენერგია და ხშირად პირადი უსაფრთხოებაც კი შესწირეს ქვეყნის უკეთეს მომავალს.
ყველაზე დიდი უნამუსობა კი ის არის, რომ 4 ოქტომბრის მონაწილეებსა და დაკავებულებზე მორალს გვიკითხავს ადამიანი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირისგან. გილაურისგან მიღებული დაფინანსებით *40 მლნ) პოლიტიკური პროექტი შექმნა, ხოლო მიხეილ სააკაშვილის სახელისა და ავტორიტეტის გამოყენებით ხმები წაართვა იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის ლიდერსაც საკუთარ მეგობრად მოიხსენიებდა.
სამარცხვინოა, როდესაც პასუხისმგებლობაზე საუბრობს ადამიანი, რომელმაც უღალატა იდეას, მეგობრებს, საკუთარ ამომრჩეველსა და იმ ხალხს, ვის ნდობაზეც თავისი პოლიტიკური კარიერა ააგო.
მოკლედ, ნიკა, ხალხს ყველაფერი ახსოვს. ახსოვს ვინ იდგა ქუჩაში, ვინ იბრძოდა და ვინ ცდილობს დღეს საკუთარი შეცდომებისა და მარცხის სხვის კისერზე გადაკიდებას.
ამიტომ, სანამ სხვებს განიკითხავ, ჯერ საკუთარ წილ პასუხისმგებლობაზე ისაუბრე.
გაჩუმდი და ხმას ნუღარ იღებ!

“გეგმა რაა, გეგმა? – თქვენ თქვით და მე გამოგყვებით, თან ისე, რომ სიტყვასაც არ დავძრავ და ნიშანსაც კი არ მოგიგებთ” – ნიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თარჯიმანი
ახალი ამბები

„შეჭამე შენი თითები“– სასაცილო, ძვირადღირებული და ტრაგიკული შეცდომები – როცა თარჯიმანი არასწორად თარგმნის

20:32 08-03-2026
ევაკუატორი
ახალი ამბები

როგორ გადაგვარჩინა ევაკუატორმა – 4 გოგოს თავგადასავალი ქალაქგარეთ

16:23 08-03-2026
ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved