• რეკლამა
  • კონტაქტი
08:24, სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აბსურდები უკვირს ჩემს თაობას?” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
19:23 06-19-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,313
მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:
აბსურდები უკვირს ჩემს თაობას?
პარტისტორიას ვსწავლობდით ბოლოსდაბოლოს. არ ისწავლიდი და გაგრიცხავდნენ. როგორია სამედიცინო ინსტიტუტიდან პარტისტორიის გამო გარიცხვა?
ნებისმიერ თემაზე დაწერილი დისერტაციის დასაწყისში რომ მეცნიერულ კომუნიზმზე უნდა გესაუბრა, ხომ ვსაუბრობდით?
არ ისაუბრებდი და იქნებოდი უჩინო და უჩინო.
ხომ დავდიოდით პარადებზე და ხომ წერდნენ ჩვენი დიდი პოეტები ლექსებს ლენინზე, სტალინზე და ბერიაზე?
რამ დაშალა მერე ის უაზრო ქვეყანა?
რამ და თავისივე უაზრობამ. აგერ, ხომ ხედავთ, მერამდენედ იშლება აბსურდების იმპერია ჩვენს მეზობლად. ყველა აბსურდს ბოლოც აბსურდული აქვს.
ახალი დროება დადგა. ახლა უნდა ვისწავლოთ, რომ არსებობს მსოფლიო საიდუმლო ორგანიზაცია – დიფსთეითი, რომელსაც ჩვენი სამშობლოს განადგურება აქვს მიზნად დასახული მსოფლიო ომში ჩართვით, ჩვენი კაცების გათხოვებით, რწმენის წართმევით და რჯულის შეურაცხყოფით.
თუ არ ვისწავლით, გაგვრიცხავენ ქვეყნიდან.
როგორია სამშობლოდან გარიცხვა ამის გამო?
რევოლუციები იდეის გამო ხდებაო – ამბობენ. სისულელეა. რევოლუციები ხდება ბაზისური ინსტიქტების სპონტანური აფეთქებების გამო და ამ სპონტანურ მოვლენებზე მომჯდარი ინტელექტუალები მიმდინარე პრიმიტიულ პროცესს პათეტიკურ შარავანდედში ახვევენ დოყლაპიებისათვის. ეს არის და ეს.
აბსურდული ქვეყნის აბსურდულ ისტორიაში კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი მდივანიც ეროვნული გმირი გახდა და ბავშვობიდან დისიდენტად აღზრდილი კაციც. ანუ კონფორმიზმით გაიზრდები თუ პროტესტით, მნიშვნელობა არა აქვს. მნიშვნელობა აქვს მხოლოდ კონტექსტს და ინტელექტს.
რაიმე აზრი ჰქონდა ჩემი თაობის სტუდენტისთვის, რომ მეცნიერული კომუნიზმის აბსურდულობაზე ეკამათა პარტისტორიის კათედრის გამგესთან?
აზრი აქვს ახლა იმას, რომ დიფსთეითზე და სქესისა და რჯულის დაკარგვის საშიშროებებზე ეკამათო ახალი დროების საკონტროლო პაკეტს?
ლოგიკურად არა აქვს.
განვითარებული ცნობიერი იძლევა იმის საშუალებას, რომ გარკვეულ კონტექსტში დაძლიოს ბაზისური ინსტიქტი და გადარჩენის მთავარი ცხოველური საწყისი დათრგუნოს.
სწორედ ასეთ მომენტებს და პროვნებებს უქმნის კაცობრიობის მოაზროვნე ნაწილი ძეგლებს.
ასეთია არჩევანი. სხვა პირობა არ არსებობს.
საქართველოში ისევ გააგრძელებენ სიმღერას მომღერლები, სანამ მათი სახელოვანი კოლეგა საპყრობილეშია. ასევე გააგრძელებენ მუშაობას ექიმებიც, მიუხედავად იმისა, რომ უუკეთილშობილესი და უუწყინარესი ბავშვთა ექიმი ასევე საპყრობილეში იქნება.
დანარჩენები კი დაველოდებით ბაზისური ინსტიქტების მასიური ატალღების მორიგ, გარდაუვალ მომენტს შეძლებისდაგვარად კომფორტულად. ხომ გვჭირდება ენერგიის შენახვა საჭირო კონტექსტისთვის. ამიტომ დროდადრო უნდა განვიტვირთოთ ხელოვნებით, სპორტით, მოგზაურობით, ჭამა-სმით.
აბა ისე როგორ?

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა

16:41 09-21-2026
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
ახალი ამბები

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“

14:45 09-21-2026
მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ

13:10 09-21-2026
ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!

12:54 09-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved