• რეკლამა
  • კონტაქტი
19:32, პარასკევი, 18 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პოლიციამ პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 14 პირი დააკავა და 9 ობიექტი დალუქა

ალია ავტორი - ალია
12:39 06-19-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
109

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისსა და ქუთაისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს”, – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსმა,  გრიგოლ გოგოჩაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გოგოჩაშვილმა აღნიშნა, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, ჩინეთისა და ტაილანდის მოქალაქეები.

“სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ათეულობით კომპლექსური საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, მათ შორის ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა, რის საფუძველზეც ბრალდებულების დანაშაულებრივი საქმიანობა დასტურდება.

გამოძიებით დადგინდა, რომ ობიექტების მფლობელები და ადმინისტრატორები მათ განკარგვაში არსებულ ფართებში,  უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ასაქმებდნენ და ხელს უწყობდნენ პროსტიტუციაში.  ისინი თბილისსა და ქუთაისში  არსებულ ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ  პროსტიტუციისთვის სისტემატურად გადასცემდნენ.

მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე, დგინდება, რომ ბრალდებულები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს, კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ, სანაცვლოდ კი  მიღებული თანხის ნაწილს თავადაც იღებდნენ.

მოპოვებული მტკიცებულებით დასტურდება, რომ ობიექტების ძირითად შემოსავალს პროსტიტუციის ხელშეწყობით მიღებული თანხა წარმოადგენდა.

გამოძიება სსკ-ის 254-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – განაცხადა გრიგოლ გოგოჩაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved