• რეკლამა
  • კონტაქტი
19:20, სამშაბათი, 29 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ელენე ხოშტარია უნდა გათავისუფლდეს – ნიკა გვარამია

ალია ავტორი - ალია
11:59 06-18-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
162

8 პოლიტიკოსის საქმე – “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია დღევანდელ პროცესზე დააყენებს შუამდგომლობას, რომელიც ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეხება.

როგორც პროცესის დაწყებამდე გვარამიამ მედიასთან განაცხადა,  მოსამართლე ვალდებულია იმსჯელოს პროცესის მონაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და გამოიკვლიოს იგი.

თუ ზომები არ იქნება მიღებული, ჩვენ ორშაბათიდან ვიფიქრებთ, როგორ უნდა მოვიქცეთ, უფრო სწორედ ნაფიქრი გვაქვს ეს, მაგრამ აუცილებელია რომ შეთანხმებული იყოს – უთხრა მედიას ოპოზიციონერლმა პოლიტიკოსმა.

გვარამიას და კოალიცია “ცვლილებისთვის” მოთხოვნაა, რომ დაუყოვნებულ გათავისუფლდეს პატიმრობიდან ელენე ხოშტრაია.

“მე სათქმელი, სულ, ვიდრე ამ ვითარებაში ვართ, მექნება ელენე ხოშტარიაზე, დღეს მე ვაპირებ და ჩვენი გუნდი, დავაყენოთ შუამდგომლობა ელენესთან დაკავშირებით, რომელიც არის პროცესის მონაწილე, როგორც მოგეხსენებათ, ის არის კვლავ უსამართლოდ ბრალდებული იმაში, რაც საერთოდ არ წარმოადგენს დანაშაულს და რაკი ის პროცესის მონაწილეა, მოსამართლე ვალდებულია იმსჯელოს პროცესის მონაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, გამოიკვლიოს იგი და თუ საჭიროა და ჩვენ ვიცით, რომ საჭიროა მიიღოს აუცილებელი ზომები. 

თუ ზომები არ იქნება მიღებული, ჩვენ ორშაბათიდან ვიფიქრებთ, როგორ უნდა მოვიქცეთ, უფრო სწორედ ნაფიქრი გვაქვს ეს, მაგრამ აუცილებელია რომ შეთანხმებული იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, არცერთი სხვა საკითხი დღის წესრიგში, ყოველ შემთხვევაში ჩვენი კოალიციისთვის დანამდვილებით იმიტომ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ჩვენს მეგობარზე, არა მხოლოდ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან ადამიანზე, ბევრისთვის საყვარელ პოლიტიკოსსა და 4 შვილის დედაზე, არამედ ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი კოალიციის ლიდერზე. იმედი მაქვს, რომ ალიანსი ამაში შემოგვიერთდება და ის პოლიტიკური ძალებიც, რომლებიც არ არიან ალიანსში. რაც მთავარია საზოგადოება, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი და ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ ეს არ იყოს მხოლოდ რუსთაველი, იყოს ის ადგილები, სადაც ესეთი გადაწყვეტილებები ინდა მიიღებოდეს მყისიერად.

ელენე უნდა გათავისუფლდეს. ეს არის ჩვენი მოთხოვნა. ელენე, რომ არაფერს არ ითხოვს, ეს მხოლოდ მისის უპირატესობაა, მაგრამ ეს არ აძლევს უფლებას არავის, რომ ის მიიყვანოს ჯანმრთელობის უკიდურეს და შეუქცევად დაზიანებამდე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელია ციხის პირობებში. აუცილებელია მისის სათანადო გარემოში მოქცევა,” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გუშინ ელენე ხოშტარიას ადვოკატმა განაცხადა, რომ ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ის გადასაადგილებლად ხელჯოხს იყენებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის

16:28 09-29-2026
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
ახალი ამბები

PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

15:50 09-29-2026
სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:43 09-29-2026
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved