ძლიერმა წვიმამ ახმეტის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. დაზარალებულია პანკისის ხეობის რამდენიმე სოფელი, მათ შორის ზემო, ქვემო და შუა ხალაწანი.
ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეები ადიდდა, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები, ასევე ეზოები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
მოსახლეობა ამბობს, რომ შინაური ცხოველები უსაფრთხო ადგილას დროულად გაიყვანეს.
ამ დროისთვის მდინარეებში წყლის დონემ იკლო.














კომენტარები