• რეკლამა
  • კონტაქტი
17:46, ოთხშაბათი, 18 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„საქართველოს რკინიგზაში“ კორუფციულ საქმეზე 6 დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა. დავით ფერაძესა და ზაზა ბიძინაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ

ალია ავტორი - ალია
10:02 06-18-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
69

„საქართველოს რკინიგზაში“ კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით დაკავებულ 6 კაცს თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდათ „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილ ხელმძღვანელს, დავით ფერაძეს და ზაზა ბიძინაშვილს.

სხდომაზე პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ დანაშაულებრივ სქემაზე, რომელშიც, მისი თქმით, დავით ფერაძე და მისი თანამოაზრეები იყვნენ ჩართული. პროკურორმა სხდომაზე, აღკვეთის ღონისძიების სახით, რვავე ადამიანისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, აღნიშნული გარემოებებისა და იმ რისკების გათვალისწინებით, რომლებიც დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარეობს.

საკუთარი პოზიციები გამოხატეს ასევე ბრალდებულთა ადვოკატებმაც. მათი თქმით, არცერთი დაკავებული, გარდა რევაზ რევაზიშვილისა, წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება. რევაზ რევაზიშვილმა სხდომაზე ბრალი აღიარა და განაცხადა, რომ გამოძიების დაწყებისთანავე საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობდა, აწვდიდა მის ხელთ არსებულ დოკუმენტაციას და აქტიურად იყო ჩართული საგამოძიებო პროცესში. სწორედ ამიტომ, ის ელოდა, რომ დღევანდელ პროცესზე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა არ იქნებოდა გამოყენებული.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის, Visa-ს და M.T.A.-ს განსაკუთრებული შეთავაზება სათხილამურო სპორტის მოყვარულთათვის
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, Visa-ს და M.T.A.-ს განსაკუთრებული შეთავაზება სათხილამურო სპორტის მოყვარულთათვის

14:25 11-18-2026
თიბისიმ ADB-სა და IFC-ს მხარდაჭერით ვაჭრობის დაფინანსებისთვის $51 მილიონი მოიზიდა
ახალი ამბები

თიბისიმ ADB-სა და IFC-ს მხარდაჭერით ვაჭრობის დაფინანსებისთვის $51 მილიონი მოიზიდა

13:55 11-18-2026
„ტვინი: უცნობი სამყარო ჩვენს თავში“ – შეხვედრა ზაალ კოკაიასთან და ალექსანდრე ცისკარიძესთან
ახალი ამბები

„ტვინი: უცნობი სამყარო ჩვენს თავში“ – შეხვედრა ზაალ კოკაიასთან და ალექსანდრე ცისკარიძესთან

12:37 11-18-2026
თიბისის მობაილბანკში ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკში ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

12:27 11-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved