• რეკლამა
  • კონტაქტი
18:02, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Bloomberg-ი აშშ-ირანის 14 პუნქტიანი მემორანდუმის ტექსტს აქვეყნებს

ალია ავტორი - ალია
14:49 06-17-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

Bloomberg-ი აშშ-ირანის ურთიერგაგების მემორანდუმის ტექსტს აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ ურთიერთგაგების მემორანდუმზე ოფიციალური ხელმოწერა 19 ივნისს, ჟენევაშია დაგეგმილი.

ურთიერთგაგების მემორანდუმი მხარეებს შორის ომის დასრულების მიზნით 60-დღიანი მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებს.

მემორანდუმი 14 პუნქტისგან შედგება.

1 – ირანის ისლამური რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები, მიმდინარე ომში თავიანთ მოკავშირეებთან ერთად, აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერისთანავე აცხადებენ ომის დაუყოვნებლივ და მუდმივ შეწყვეტას ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, და იღებენ ვალდებულებას, რომ ამიერიდან არ დაიწყებენ ერთმანეთის წინააღმდეგ რაიმე სახის მტრულ ქმედებას და თავს შეიკავებენ ერთმანეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენების ან ძალის გამოყენების მუქარისგან. საბოლოო შეთანხმება ამ მუხლის და დარჩენილი მუხლების დებულებებს დაადასტურებს.

2 – ირანის ისლამური რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები იღებენ ვალდებულებას, პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავონ.

3 – ირანის ისლამური რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები იღებენ ვალდებულებას, რომ აწარმოონ მოლაპარაკებები და მიაღწიონ საბოლოო შეთანხმებას მაქსიმუმ 60 დღის განმავლობაში, რომლის გაგრძელებაც შესაძლებელია ორმხრივი თანხმობით.

4 – აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერისთანავე, ამერიკის შეერთებული შტატები ხსნის საზღვაო ბლოკადას და გამორიცხავს ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ნებისმიერ ჩარევას ან დაბრკოლებას; მაქსიმუმ 30 დღის განმავლობაში სრულად აღადგენს საზღვაო მიმოსვლას; გემების მიმოსვლა ირანის ისლამური რესპუბლიკის მხრიდან ომამდელი მიმოსვლის მაჩვენებლის პროპორციული უნდა იყოს. ასევე, ამერიკის შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას, საბოლოო შეთანხმების მიღწევიდან 30 დღის განმავლობაში გაიყვანოს თავისი ძალები მიმდებარე ტერიტორიებიდან.

5 – აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერისთანავე, ირანის ისლამური რესპუბლიკა დაუყოვნებლივ გადადგამს ნაბიჯებს, რათა უზრუნველყოს ის, რომ სპარსეთის ყურიდან ომანის ზღვამდე და საპირისპირო მიმართულებით, სავაჭრო გემების მიმოსვლა ომამდელ მაჩვენებლამდე 30 დღის განმავლობაში აღდგეს, ირანის მიერ ტექნიკური დაბრკოლებების მოხსნისა და ნაღმების გაუვნებელყოფის საჭიროების გათვალისწინებით.

6 – ამერიკის შეერთებული შტატები, თავის რეგიონულ პარტნიორებთან ერთად, იღებს ვალდებულებას, შეიმუშაოს ორივე მხარის მიერ შეთანხმებული ყოვლისმომცველი გეგმა ირანის ისლამური რესპუბლიკის აღდგენისა და ეკონომიკური განვითარებისთვის, მინიმუმ 300 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსების უზრუნველყოფით. ამ გეგმის განხორციელების მექანიზმი, როგორც საბოლოო შეთანხმების ნაწილი, 60 დღის განმავლობაში შემუშავდება.

7 – ამერიკის შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას, საბოლოო შეთანხმების ფარგლებში შეთანხმებული განრიგის თანახმად, მოხსნას ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ არსებული ყველა სახის სანქცია, მათ შორის გაერო-ს უშიშროების საბჭოსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მმართველთა საბჭოს რეზოლუციები, ასევე, აშშ-ის ყველა ცალმხრივი სანქცია, როგორც პირველადი, ისე მეორადი.

8 – ირანის ისლამური რესპუბლიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის არასდროს შექმნის ბირთვულ იარაღს. ირანის ისლამური რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები თანხმდებიან, რომ გამდიდრებული მასალის ბედი და ყველა სხვა ორმხრივად შეთანხმებული ბირთვულ საკითხი, მათ შორის ირანის ბირთვული საჭიროებების ბედი, ადეკვატურად იქნება დაფიქსირებული საბოლოო შეთანხმებაში; საბოლოო შეთანხმება დაადასტურებს ამ მუხლის დებულებებს.

9 – ირანის ისლამური რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები თანხმდებიან, რომ საბოლოო შეთანხმებამდე მიღწევის პერიოდში ისინი შეინარჩუნებენ არსებულ სტატუს-კვოს: ირანი შეინარჩუნებს სტატუს-კვოს თავის ბირთვულ პროგრამაზე, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები არ დააწესებს ახალ სანქციებს ირანის წინააღმდეგ და არ გააძლიერებს თავის ძალებს რეგიონში.

10 – ამერიკის შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას, რომ აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერისთანავე და სანქციების მოხსნის თარიღამდე, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი გამოსცემს შესაბამის ნებართვებს ირანული ნედლი ნავთობის, ნავთობქიმიური პროდუქტებისა და მათგან წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე, ასევე, მასთან დაკავშირებული ყველა მომსახურების, მათ შორის საბანკო, სადაზღვევო, სატრანსპორტო და სხვა ნებართვებს.

11 – ამერიკის შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას, რომ საბოლოო შეთანხმების მიღწევის მიზნით მოლაპარაკებებში პროგრესის გათვალისწინებით, ირანის ისლამური რესპუბლიკის გაყინული ან შეზღუდული თანხები და აქტივები განიბლოკება და სრულად ხელმისაწვდომი იქნება. ეს თანხები, მიუხედავად იმისა, შენახულია მთავარ ანგარიშზე თუ გადარიცხულია, გამოყენებული იქნება ირანის ისლამური რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრული ნებისმიერი საბოლოო ბენეფიციარის გადახდისთვის და გამოსაყენებლად სრულად იქნება ხელმისაწვდომი. ამერიკის შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას, რომ ამის საფუძველზე ყველა საჭირო ნებართვა და ლიცენზია გასცეს.

12 – ირანის ისლამური რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები თანხმდებიან, რომ შემუშავდება განხორციელების მექანიზმი, საბოლოო შეთანხმების წარმატებით შესრულების და მისი მომავალი ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობის მიზნით.

13 – აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ და ამ მემორანდუმის მე-4, მე-5, მე-10 და მე-11 მუხლების განხორციელების დაწყების და ამ ნაბიჯების შესრულების გაგრძელების შესახებ გარანტიების მიღებისთანავე, ირანის ისლამური რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები დაიწყებენ მოლაპარაკებებს საბოლოო შეთანხმების მისაღწევად, მხოლოდ დარჩენილ მუხლებთან დაკავშირებით.

14 – საბოლოო შეთანხმება გაერო-ს უშიშროების საბჭოს სავალდებულო რეზოლუციით დამტკიცდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

14:24 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved