ილია თოფურიას სამედიცინო დასკვნა ცნობილია. როგორც უცხოური მედია წერს, „ელ მატადორს” ორივე თვალბუდის (ორბიტალური ძვლების) მცირე მოტეხილობით იტანჯება.
სასიხარულო ამბავი ისაა, რომ ტრავმა ქირურგიული ჩარევას არ საჭიროებს. გამოცემა Marca- ს ცნობით, მარჯვენა თვალი, მარცხენასთან შედარებით, მეტად არის დაზიანებული.
ილია თოფურიას წარმომადგენლების თქმით, ახლა „მატადორს“ მხოლოდ დასვენება და სრულფასოვანი აღდგენა სჭირდება.














კომენტარები