• რეკლამა
  • კონტაქტი
23:17, სამშაბათი, 29 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თანამდებობები ,,ქართუ ჯგუფში”, ვარაუდები ნეპოტიზმსა და ქონების დამალვაში – რა არის ცნობილი საქართველოს რკინიგზის ყოფილ უფროსზე?

ალია ავტორი - ალია
16:12 06-16-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,051

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი 2025 წლის 7 მაისს შეიცვალა. მანამდე დავით ფერაძე ამ პოსტზე 7 წლის განმავლობაში იყო და ის ლაშა აბაშიძემ ჩაანაცვლა. ფერაძემ საქმიანობის შვიდი წლის განმავლობაში ანაზღაურების სახით საქართველოს რკინიგზიდან 1,661,861 ლარი მიიღო.

ფე­რა­ძე ცნო­ბი­ლი იყო “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რეს­თან, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ახლო კავ­ში­რე­ბით.

2007-2011 წლებ­ში ფე­რა­ძეს ივა­ნიშ­ვი­ლის “ქარ­თუ ჯგუფ­ში“ რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 2014 წლი­დან 2017 წლამ­დე, იგი ივა­ნიშ­ვი­ლის თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი ჰიდ­რო­ე­ნერ­გე­ტი­კუ­ლი პრო­ექ­ტის, შპს “მტკვა­რი ჰე­სის“ დი­რექ­ტო­რი იყო.

“მტკვა­რი ჰესი“ ერთ-ერთი ის პრო­ექ­ტია, რო­მელ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, “კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტე­ბის საქ­მის“ გარ­და, პრო­კუ­რა­ტუ­რას ბრა­ლი ჰქონ­და წა­ყე­ნე­ბუ­ლი გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი­სათ­ვის.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მისი საქ­მი­ა­ნო­ბა ნე­პო­ტიზ­მის ბრალ­დე­ბე­ბის გამო ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა, მათ შო­რის 2017-2018 წლებ­ში მისი ახლო მე­გობ­რის, მა­მუ­კა მერ­კვი­ლა­ძის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლედ და შემ­დგომ­ში “GR Logistics & Terminals“-ის დი­რექ­ტო­რად და­ნიშ­ვნის გამო. ად­გი­ლობ­რი­ვი ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­უ­წო­დებ­დნენ მთავ­რო­ბას, გა­მო­ე­ძი­ე­ბი­ნა ეს ნე­პო­ტიზ­მის საქ­მე, თუმ­ცა უშე­დე­გოდ.

ფე­რა­ძე არის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ქა­ნი­კა-მა­თე­მა­ტი­კის და ფი­ნან­სე­ბი­სა და სა­ბან­კო საქ­მის ფა­კულ­ტე­ტე­ბის ბა­კა­ლავ­რი, ასე­ვე მას აქვს სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ჟი­ნე­რი­ი­სა და არ­ქი­ტექ­ტუ­რის ხარ­კო­ვის ეროვ­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტრის ხა­რის­ხი ფი­ნან­სებ­ში.

ჰყავს მე­უღ­ლე თა­მარ კა­ხა­ია და ორი შვი­ლი.

დავით ფერაძეს ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2026 წლის 31 იანვარს აქვს ჩაბარებული.

დოკუმენტის თანახმად, ის ფლობს 6 მიწის ნაკვეთს თბილისსა და მარნეულში. არასაცხოვრებელ ფართს თბილისში, რომელიც 2010 წელს 10 000 დოლარად შეიძინა. 2008 წელს 28 000 დოლარად ნაყიდ ბინას თბილისში. მისი მეუღლე თამარ კახაია კი ფლობს ორ მიწის ნაკვეთს თბილისში. მეუღლის სახელზე ასევე ფიქსირდება 2025 წლიანი TOYOTA RAV, რომელიც 100 255 ლარადაა შეძენილი.

დავით ფერაძე ფლობს სხვადასხვა კომპანიების აქციებს. მათ შორის 2025 წელს შეიძინა Galt & Taggart-ის 31 აქცია.

დეკლარაციაში ასახულია მისი მეუღლის თამარ კახაიას მიერ შპს ზიპლაინ კაუკასუს საქართველოს 40%-იანი წილის ფლობასთან დაკავშირებით 2025 წელს მიღებული შემოსავალი 55 346 ლარი.

დავით ფერაძემ გასულ წელს (იანვრიდან-მაისამდე) რკინიგზის გენერალური დირექტორის პოსტზე 60 163 ლარი მიიღო, ამავე პერიოდში შპს ჯიარ ტრანზიტ ლაინის და შპს ჯიარ ტრანზიტის გენერალური დირექტორის პოზიციაზე კი 14 137 ლარი და 14 814 ლარი. ივნისიდან დეკემბრამდე შპს სინათლის ბიზნეს განვითარების კონსულტანტის პოზიციაზე მიიღო 123 061 ლარი. დეკლარაციაში უთითებდა, რომ შევსების მომენტშიც ამ პოზიციას იკავებდა.

ფერაძე სხვადასხვა ბანკში ფლობდა ანგარიშებს. მათ შორის საბარათე ანგარიშზე “საქართველოს ბანკში” 10 256 ლარს.

2025 წელს ფერაძემ ორი სესხის მომსახურებაზე დახარჯა 28 000 დოლარი, ხოლო ავტომობილის შეძენაზე (ტოიოტა ქამრი) 89 500 ლარი.

ფერაძის მეუღლემ, თამარი კახაიამ 2025 წელს ორი შვილის სწავლის საფასურის სახით დახარჯა 10 381 ლარი, დავით ფერაძე უთითებს 4056 დოლარს მოგზაურობის ხარჯის სახით, ასევე 7740 ლარს დაზღვევის ხარჯს, ასევე 5010 ლარს, რომელიც აქციების შეძენაზე დახარჯა.

აღსანიშნავია, რომ დავით ფერაძის მიერ დეკლარაციაში ქონების არასრულად ასახვის შესახებ გასულ წლებში სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიებები მიუთითებდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის

16:28 09-29-2026
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
ახალი ამბები

PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

15:50 09-29-2026
სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:43 09-29-2026
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved