• რეკლამა
  • კონტაქტი
22:17, პარასკევი, 31 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ერთი ჩვენს ახალ პატრიარქს ჰკითხეთ, რატომ არ იმჩნევს არაფერს, რაც ამ ქვეყანაში ხდება?” – ალეკო ელისაშვილი მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა

ალია ავტორი - ალია
13:20 06-16-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
992

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესზე – მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ბრალდებული ოპოზიციონერი სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

როგორც  “ტვ პირველი”  იუწყება, მოსამართლემ პოლიტიკოსს შემდეგი ფრაზა არ აპატია: “მაცადეთ თქვენი ჭირიმე კითხვის დასმა”.

გაძევებამდე ელისაშვილი მოწმე ექსპერტს კითხვას უსვამდა.

„ბორჯომის ხანძარი, ბავშვთა სამყარო, რომ დაიწვა, რამე შემხებლობა თუ გქონდათ, როგორც ექსპერტს“? – ჰკითხა მან მოწმეს, რაზეც ექსპერტმა უარყოფითი პასუხი გასცა.

შემდეგი კითხვის დასმისას მას მოსამართლემ უთხრა, კონკრეტული კითხვა დაესვა.

„არ მაცდით ლაპარაკს, აზრს ვაყალიბებ, შეკითხვა როგორ დავსვა, კონტექსტი თუ არ ვთქვი. ნუ მაწყვეტინებთ თქვენი ჭირიმე“, – უპასუხა მოსამართლეს ელისაშვილმა, რის შემდეგაც ის სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

ელისაშვილის ადვოკატმა მას ჰკითხა, თუ რის გამო გააძევა ბრალდებული სხდომიდან.

„რაც მაგან შეურაცხყოფა მომაყენა, არც ერთი ბრალდებულისგან არ მომითმენია“,- განაცხადა მოსამართლე გელაშვილმა.

ამის შემდეგ ადვოკატმა მოსამართლე ჰკითხა – „მაცადეთ კითხვის დასმა, თქვენი ჭირიმეო, რომ თქვა, ამის გამო გააძევეთ?” – განაცხადა ადვოკატმა, რაზეც მოსამართლემ უპასუხა, რომ „არამხოლოდ”.

მაშინ, როცა საბადრაგო სამსახურს სხდომათა დარბაზიდან გაჰყავდა, ელისაშვილმა თქვა, რომ ჩვენი ახალი პატრიარქი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს არ იმჩნევს.

ერთი ჩვენს ახალ პატრიარქს ჰკითხეთ, რატომ არ იმჩნევს ჩვენი პატრიარქი არაფერს, რაც ამ ქვეყანაში ხდება? ამდენი ადამიანი ციხეშია, ან ხალხს რომ აწამებენ, არ ეხება? მოზამბიკში ვართ? – განაცხადა ელისაშვილმა. 

ცნობისთვის, დღევანდელ სხდომაზე ის ექსპერტები იკითხებიან, რომლებმაც სამედიცინო და ქიმიური ექსპერტიზები ჩაატარეს.

 

თეგები: ალეკო ელისაშვილიშიო მესამე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი
ახალი ამბები

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი

15:40 07-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved