• რეკლამა
  • კონტაქტი
09:16, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბოლოს დავინახე, გიორგი მირბოდა და მისდევდნენ” – რას ჰყვება მოწმე

ალია ავტორი - ალია
15:41 06-29-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

შაქარაშვილის გაუჩინარების საქმეში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჩვენება დაზარალებულ ვახო ახვლედიანს ეკუთვნის, რომელიც წვეულების შემდეგ თბილისისკენ შაქარაშვილთან ერთად მოდიოდა. ინციდენტის დროს თბილისიდან ჩასული სპორტსმენები მასაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვახო ახვლედიანი შაბათს დაზარალებულად იქნა ცნობილი. მას დაზიანება მიღებული აქვს ცხვირისა და შუბლის არეებში.

იგი ყვება, რომ ბალახებში იყო დამალული და იქიდან ხედავდა როგორ მისდევდა სამი უცხო პირი შაქარაშვილსა და ამირხანაშვილს.

“ავტომანქანა უცბად გაჩერდა ჩემს წინ, დაახლოებით 10-15 მეტრის მიმავალ ჩემ მეგობრებთან გიორგი ქათამაძე და კონსტანტინე ღიბრაძესთან. ავტომანქანიდან გადმოვიდნენ დაახლოებით 5 ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებმაც ცემა დაუწყეს გიორგი ქათამაძეს და კონსტანტინე ღიბრაძეს. რის შემდეგაც ერთ-ერთი გამოიქცა ჩემსკენ და პირველი მოვიდა ჩემთან, დამარტყა ხელი სახეში და მივიღე დაზიანება ცხვირის მიდამოში და ვიგრძენი ფიზიკური ტკივილი, რის შემდეგაც მე დავინახე, რომ სხვებიც მოდიოდნენ ჩემკენ ჩემ საცემად, რის გამოც მე და ჩემს გვერდით მყოფი სამი ახალგაზრდა ბიჭი, რომელთაგანაც ერთ-ერთი იყო გიორგი შაქარაშვილი, გავიქეცით უკანა მიმართულებით, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მცხეთის მიამრთულებით. რამდენიმე მეტრი რომ გავიქეცით, მდევრებიც გაჩერდნენ, გატრიალდნენ უკან, ჩაჯდნენ ისევ თავიანთ ავტომანქანაში და წავიდნენ. ამის შემდეგ ჩვენ ყველამ ერთად ხიდზე გადავკვეთეთ გზა, გადავედით საავტომობილო გზის მეორე მხარეს და გავრბოდით. მე ხიდზე როგორც კი გადავედი, იქვე ჩავუხვიე დაბლა და როგორც კი ჩავუხვიე, ეგრევე ვნახე იქვე არსებული ბუჩქები და ჯაგები და გავიქეცი იქეთკენ და დავიმალე აღნიშნულ ბუჩქებში, ხოლო სხვები თუ საით და რა მიმართულებით გაიქცნენ, არ ვიცი, რადგანაც იყო ღამე. მე სანამ ჩავუხვევდი ბუჩქებისკენ, დავინახე, რომ ჩემს წინ მირბოდა გიორგი შაქარაშვილი და მე რომ ჩავუხვიე ბუჩქებისკენ, ისინი, ვინც მოგვსდევდნენ, გაეკიდნენ გიორგი შაქარაშვილს, ხოლო შემდეგ თუ ვინ საით გაიქცა, არ დამინახავს”

საქმის მასალებიდან და ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ხიდზე მომხდარი დაპირისპირების დროს, რასაც ბრეგვაძე ახლოს მდებარე მშენებარე შენობიდან ადევნებდა თვალს, მან 112-ის საშუალებით დახმარება გამოიძახა. ჩვენების მიხედვით, პოლიცია ადგილზე მივიდა, თუმცა, დაინტერესდნენ თუ არა სამართალდამცავები იმ დაპირისპირებით, რომლის შესახებაც 112-ზე ზარი შევიდა, არ არის ცნობილი. ბრეგვაძის არც ერთი ჩვენებიდან არ ჩანს, უსვამენ თუ არა სამართალდაცველები მას კითხვებს მცხეთაში განვითარებულ მოვლენებზე.

“ჩვენ წინ გაჩერდა მერსედესის მარკის ავტომანქანა, რომლის ნომერი, ფერი და მოდელი არ დამინახავს, საიდანაც გადმოვიდა დაახლოებით 4-5 ბიჭი, რა დროსაც მოცვივდნენ ის ორი ბიჭი, რომლებიც მანამდე შორიახლოს მოგვდევდნენ, ავტომანქანიდან გადმოსულ ერთ-ერთ ბიჭს ხელში ეჭირა რკინის ჯოხი, ხოლო მეორემ მასთან ერთად მყოფმა აიღო მიწიდან ქვა. ამის დანახვაზე შემეშინდა და გავიქეცი გზის მარჯვენა მხარეს არსებულ მშენებარე შენობისკენ, შევედი შენობაში და ავედი მეორე სართულზე, სადაც დავიმალე, ხოლო ავტომანქანიდან გადმოსული პირები და ის ორი ბიჭი, რომლებიც მანამდე მოგვყვებოდა, შორიახლოს უკან გაეკიდნენ ჩემთან ერთად მყოფ ბიჭებს, რომლებიც გარბოდნენ არაგვის ხიდის მიმართულებით, ხოლო ვინმეს მიაყენეს თუ არა რაიმე სახის ფიზიკური შეურაცხყოფა, მე არ დამინახავს, ხოლო ავტომანქანა იდგა ადგილზე. ამ დროს მე ჩემი კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრიდან დავრეკე 112-ში და ვუთხარი აღნიშნული ფაქტის შესახებ და ვთხოვე დახმარება, რის შემდეგაც მალევე “შკოდის” მარკის მანქანით მოვიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომლებსაც განვუმარტე, რომ არაფერი არ ხდებოდა, ჩაიარა კონფლიქტმა და თუ შეეძლოთ, წავეყვანე თბილისის მიმართულებით, ვინაიდან ვერ ვახერხებდი სახლში წასვლას. რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა წამიყვანა თბილისის მიმართულებით. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე პოლიციის მოსვლამდე ვუთხარი 112-ის ოპერატორს, რომ გაეუქმებინათ ჩემ მიერ მანამდე გაკეთებული შეტყობინება, ვინაიდან კონფლიქტი იყო ამოწურული და აღარ ვსაჭიროებდი პოლიციის დახმარებას”

წყარო – “მთავარი არხი”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved