• რეკლამა
  • კონტაქტი
23:59, სამშაბათი, 29 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,რატომ აგრძელებს ცივილიზაცია გლადიატორების ინსტიტუტს?“ – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
19:59 06-15-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,094

აშშ-ში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული:

,,რატომ აგრძელებს ცივილიზაცია გლადიატორების ინსტიტუტს?
—————————
არაერთხელ მიფიქრია ამ თემაზე.
1963 წელს მოსადმა დაიქირავა ოტო სკორცენი ეგვიპტეში მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად.
მანამ, 1948 წელს, ამერიკელებმა გააპარეს სკორცენი ამერიკული ციხიდან, მაგრამ მოსადი და სკორცენი … გასააზრებლადაც რთულია.
მეომრები განსაკუთრებული კასტაა. ძალიან მცირეა ისეთი ადამიანების სპექტრი, რომლებსაც აქვთ მეომრის ფსიქოლოგიური მონაცემები. ფიზიკური კი არა, ფსიქოლოგიური. ამერიკის ელიტარული სპეციალური დანაყოფების წვრთვნის ფინალური ეტაპი, როდესაც საბოლოოდ ხდება ყველა შეუფერებელი კანდიდატის დათხოვნა, აგებულია არა ფიზიკური კონდიციის გამოცდაზე, არამედ მენტალური მდგრადობის შეფასებაზე.
ცივილიზაციას დაცვა სჭირდება. დაცვა იარაღით. ის იარაღი მეომრებს კი უჭირავთ.
რამდენად ჰუმანურია ადამიანებს არ დაანებო ძილი დღეების განმავლობაში, საათობით ჩაყარო გაყინულ წყალში, თავზემოთ აწეული ხელებით დააჭერინო მძიმე მორი … რის გამო უძლებენ ასეთ გამოცდას ის ადამიანები? სამსახურისათვის?
რა ხელფასი უნდა იყოს ისეთი, რომ ასეთი სტრესისათვის გაიმეტო ორგანიზმი?
რისთვის იმეტებს სახელმწიფო ასე იმ ადამიანებს?
რაიმე მორალური განსხვავება არსებობს ასეთი წვრთვნის პროცესის არსებობასა და პროფესიონალი გლადიატორების ბრძოლების არსებობას შორის? გლადიატორებზე ფულს აკეთებენ? პროფესიონალი მეომრების კასტაც ხომ საბოლოოდ იგივე მიზანს ემსახურება, თუმცა ეგ მიზანი ბევრად უკეთესად არის შენიღბული ათასი სახის ამაღელვებელი პათეტიკით.
რა მოხდება, თუ ცივილიზაციას აღარ ეყოლება მეომართა კასტა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას დიდი ფიქრი არ სჭირდება.
რატომ ამხელა შესავალი? ეს ისე, მორალურად უმწიკვლო კასტისათვის.
წუხელ დავდე პოსტი იმის შესახებ, თუ რამდენად ამაღელვებელი იყო ემოციურად ამერიკის 250 წლისთავზე, პრეზიდენტის დაბადების დღეს გამართული შოუს მთავარ ფიგურანტად ქართველი გლადიატორის ყოფნა.
წაგების შემდეგ, როდესაც კომენტარები დაიწყო, რომ თურმე გუშინ იქ ქართველმა იმიტომ წააგო, რომ ეს შოუს ნაწილი იყო და ამერიკელს უნდა გაემარჯვა აუცილებლად, პოსტი წავშალე. გვიანი ღამე იყო, თან ემოციურ პიკზე ვიყავი და უბრალოდ არ მსურდა ვინმე უშნოდ შემომფათერაკებოდა.
გუშინ ქართველმა მებრძოლმა წააგო ბრმა შემთხვევითობის გამო. მას განუზომლად უფრო დიდი ფსიქოლოგიური სტრესი ჰქონდა, ვიდრე მეტოქეს, რადგან ფრიად საშუალო რანგის ასაკოვანი მებრძოლი თავის ერთერთ ბოლო ბრძოლას ატარებდა მხოლოდ, მაშინ როდესაც კარიერის პიკში მყოფი უძლიერესი ქართველის დამარცხება სენსაციას გამოიწვევდა.
ერთი ბრმა დარტყმა, რომელმაც დიდი ალბათობით თვალბუდის ძვალი ჩაამსხვრია, საკმარისი აღმოჩნდა ბრძოლის ბედის შეცვლისათვის.
-ვერ ვხედავ ვერაფერს- ამ რეპლიკის გაგონების შემდეგ ვიცოდი, რომ ინტელექტუალური ახალგაზრდა მებრძოლი ინსტიქტურად ამაზე იფიქრებდა მხოლოდ, რადგან მას შეუძლია იმის გააზრება, რა საზარელი ტრავმა შეიძლება განვითარდეს გლადიატორთა ოქტაგონზე ერთი შეხედვით სრულიად უწყინარ სიტუაციაში. მე პირადად იმ წამს მივხვდი, რომ ბრძოლა დასრულდა.
მებრძოლების უპირობო საკუთრებას მხოლოდ წაგებული ბრძოლები წარმოადგენს, რადგან მათ ამაში არავინ შეეცილება არასოდეს. მოგებულ ბრძოლებს კი ბევრი იჩემებს მებრძოლთან ერთად; ზოგჯერ საერთოდ მთელი ქვეყანა.
წაგება არის წაგება და არ არსებობს არავითარი შეღავათი წაგებისათვის. რატომ?
იმიტომ რომ ყველანაირი საქმე სამყაროში იზომება შედეგით. თუ შედეგი არ დაიდო, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს როგორ მიმდინარეობდა პროცესი, იქნება ეს გამოცდაზე, ფეხბურთში, პოლიტიკასა თუ ომში. დრო არ ინახავს პროცესს; დრო ინახავს მხოლოდ შედეგს. თუ ამას ადამიანი ვერ გაიაზრებს, ვერ მოახერხებს თავისი ცხოვრების ერთი თავის დახურვას და მუდმივად გაიტანჯება.
არაერთ მნიშვნელოვან სიმბოლიკას უკავშირდებოდა პირადად ჩემთვის წუხელ, თეთრი სახლის მოლზე აფხაზეთელი ქართველის ბრძოლა. ამიტომ, პატივისცემით დავიჩემებ მასთან ერთად მის წაგებულ ბრძოლას.
და ვუსურვებ, რომ მშვიდად შეძლოს თავისი ცხოვრების წიგნის ამ უსიამო თავის დახურვა.
წარმატებები ილია!“

თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის

16:28 09-29-2026
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
ახალი ამბები

PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

15:50 09-29-2026
სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:43 09-29-2026
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved