მარნეულში დაპირისპირებისას ორი მამაკაცი დაიჭრა – ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელებს.
გამოცემის თქმით, ინციდენტი 13 ივნისს, საღამოს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ქორწილამდე ერთი დღით ადრე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, მუსიკის შეკვეთასთან დაკავშირებით მხარეებს შორის უთანხმოება წარმოიშვა.
მოგვიანებით, სიტყვიერი დაპირისპირება სისხლიან ინციდენტში გადაიზარდა. ორმა შუახნის მამაკაცმა ერთმანეთი დანით დაჭრა. გაირკვა, რომ ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, მეორის კი – სტაბილური.
















კომენტარები