თბილისში, სისხლიანი დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა. ქურდიანის ქუჩაზე გვიან ღამით, მე-7 სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, გადმოაგდეს. იყო გასროლა. დაჭრილია ერთი პირი.
ადგილობრივების, თქმით, გუშინ საღამოს დაახლოებით 4 გასროლის ხმა გაიგეს. დაინახეს, როგორ გაჰყავდათ დაჭრილი კაცი მის მეგობრებს. რამდენიმე წუთში კი დაინახეს მეზობლის ცხედარი, რომელიც მიწაზე ეგდო.
გარდაცვლილია 35 წლის ნიკა ქარელაშვილია.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 19-109-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
სამართალდამცველების მიერ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია და იმყოფება პოლიციის განყოფილებაში.
















კომენტარები