ქვიშა-ხრეშის კარიერის გარშემო მიმდინარე დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. ინფორმაციას “ქართლის ამბები” ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია კომპანია „ბილტმორის“ ორი წარმომადგენელი. შემთხვევა იმ კონფლიქტს უკავშირდება, რომელიც წიაღისეულის მოპოვებისა და გატანის საკითხზე რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ადვოკატი ირინა ფერაძე აცხადებს, რომ სამართალდამცავ უწყებებს დაპირისპირებაში ჩარევისა და პრევენციული ზომების გატარებისკენ დიდი ხნის განმავლობაში მოუწოდებდა. მისი თქმით, კილაბერიძეების ოჯახი ამტკიცებდა, რომ კარიერიდან ქვიშა-ხრეშის გატანა უკანონოდ ხდებოდა და რეაგირებას ითხოვდა.
ფერაძის ინფორმაციით, მკვლელობის საქმეზე ბრალი, სავარაუდოდ, ნიკა კილაბერიძეს ედება. მომხდარის დეტალები ამ ეტაპზე ზუსტდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
















კომენტარები