აშშ-მ მიგრანტების ნაწილი ცენტრალური აფრიკის ქვეყნებში გადაასახლა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, რეისი, რომელიც ლუიზიანადან ხუთშაბათს ღამით გაფრინდა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად ქართველებიც გადაჰყავდა. გადაწყვეტილება შეეხო იმ მიგრანტებს, რომელთა სამშობლოში დაბრუნება სხვადასხვა მიზეზით ვერ ხერხდება.
დეპორტირებულებს შორის არიან ირანის, თურქეთის, სომხეთისა და იორდანიის მოქალაქეები. სულ საუბარია დაახლოებით 20 ადამიანზე, რომლებიც აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ და პრობლემურ რეგიონებში გადაიყვანეს.
მედიის ცნობით, დეპორტირებულთა სიაში ირანელი სამოქალაქო აქტივისტიც ფიგურირებს.
















კომენტარები