• რეკლამა
  • კონტაქტი
16:44, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყველაზე პოპულარულ ქართველებში ჯალათები, სტალინი და ბერია შედიან” – ირაკლი მელაშვილი

ალია ავტორი - ალია
06:13 06-14-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
ირაკლი მელაშვილი
Facebook-ზე გაზიარება
393

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:

ჩემთვის, უწესო ფარისეველია ყველა, ვინც “აღშფოთებული” საუბრობდა და საუბრობს წინა თუ იმისწინა ხელისუფლებების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევაზე და არაფრად აგდებს ახალგაზრდების წამების ფაქტებს, რაც მელაძის გადაცემაში გავიდა. ჩემთვის ეს იმაზე მეტყველებს, რომ ასეთების მაშინდელი აღშფოთებაც ფარისევლობა იყო!

მე კი მრავალი წელია ერთი რამ მადარდებს. ის რომ, ეს ახალგაზრდები, საოცარი სადისტური სიამოვნებით აწამებენ ადამიანებს. ეს პირველად ხომ არ ხდება? რაც მე ვარსებობ, ადამიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ყოველთვის ცემდნენ ჯერ მილიციაში, მერე უკვე პოლიციაში. უბრალოდ ბოლო 20 წლისმანძილზე სადიზმის ხარისხი გაიზარდა. ვუყურებდი გადაცემაში გასულ კადრებს და ვხედავდი, თუ რა სიამოვნებას იღებდნენ ეს სრულიად ახალგაზრდა ხალხი სხვისთვის ტკივილის მიყენებით.

ორი აზრი არ არის, ხელისუფლების პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა უზარმაზარია, მაგრამ, ჩემი აზრით, კიდევ უფრო დიდი პრობლემა სხვა რამეშია. ხელისუფლებები იცვლებიან მაგრამ ძალოვანების სისასტიკე ყოველთვის პრობლემად რჩება. სულ ვფიქრობ, რა იურისტებს უშვებს ჩვენი განათლების სისტემა უკვე ათწლეულებია, როცა მოსამართლე უპრინციპობის, პროკურორი ჯალათობის, პოლიციელი კი ლამის სადისტის სინონიმად იქცა?

P.S. ისე, როცა საზოგადოებაში და განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებში ყველაზე პოპულარულ ქართველებში ჯალათები, სტალინი და ბერია შედიან, მათ სადღეგრძელოებზე და პატივისცემაზე გაზრდილი პოლიციელების სისასტიკე რატომ გვიკვირს? სანამ ვერ მივხვდებით რომ ასეთ შემთხვევებამდე მათ შორის ქართველი ბოლშევიკი ჯალათების კულტის დანერგვასაც მივყავართ , მანამდე არაფერი გვეშველება!

თეგები: ირაკლი მელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!

14:54 11-05-2026
გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან
ახალი ამბები

გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან

14:14 11-05-2026
„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved