• რეკლამა
  • კონტაქტი
08:42, ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ის, რაც საზოგადოების პრობლემაა, შესაძლოა შეეხოს ბავშვებსაც” – კონსტანტინე გამსახურდია

ალია ავტორი - ალია
19:09 06-13-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
კონსტანტინე გამსახურდია
Facebook-ზე გაზიარება
1,554

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, კონსტანტინე გამსახურდია:

გუნდის სიმღერის დროს ბავშვის დავარდნასთან და სხვათა მიერ ამ ამბის იგნორირებასთან დაკავშირებით ბევრმა წაიმძღვარა გალაკტიონის მართლაც მშვენიერი და ფეერიული ლექსი “ქალაქში, მტვერში წაიქცა ბავშვი, ნუკრის თვალებით, თმით მიმოზებით….”, თუმცა არსებით მიზეზებზე, თუ რატომ ხდება ასეთი ამბები, საუბარი იშვიათია. ისმის კითხვა, ხომ არ გვაქვს საქმე საზოგადოების (თუნდაც ერთი ნაწილის) დემორალიზაციასთან? ან იქნებ ეს არის ავისმომასწავებელი სიმპტომი დემორალიზაციის პროცესისა, რომელიც დროთა მანძილზე კიდევ უფრო გაღრმავდება?
როდესაც ზვიად გამსახურდიამ, ვინც არამარტო ქვეყნის პირველი პრეზიდენტი და პოლიტიკური ლიდერი იყო, არამედ ადამიანურობის დიდი მოძღვარიც (მერაბთან ერთად) ისაუბრა ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებაზე, ისიც დასძინა, რომ საჭირო იყო დამოუკიდებლობასთან ერთად ქართველთა ეროვნული ხასიათის რესტავრაციაც, რაც ქართველობას ძველ დროში გამოარჩევდაო; რომელიც, მისი თქმით, უაღრესად კონცეპტუალური და ქრისტიანული მსოფლმხედველობით გამორჩეული ერი იყო, რუსთველური სულით განმსჭვალული. ამ და სხვა განცხადებების გამო ვითომდაც წინწასულმა პუტჩისტურმა საზოგადოებამ და ქვეყნის ინტერესებთან დაპირისპირებულმა მტრულმა ძალებმა მას დასწამა “პროვინციული ფაშიზმი” და “ეთნონაციონალიზმი”.
თავის წიგნში რუსთაველის შესახებ ზვიად გამსახურდია აღნიშნავდა, რომ “ვეფხისტყაოსანში” ადამიანის ცხოვრების და სწავლის მიზანი იყო “შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა”, აქ იგულისხმება ადამიანის განღმრთობა ანუ თეოზისი, რადგან “მწყობრი” დიონისე არეოპაგელის მიხედვით ზეციურ ძალთა ანუ ანგელოსთა იერარქიებია. სხვაგან, რაინდული ბუნების შემოქმედის, გურამ რჩეულიშვილისადმი მიძღვნილ ესსეში, ეროვნულ ხასიათზე მსჯელობისას, მას მოჰყავს ავთანდილის ეს სიტყვები: “მე იგი ვარ, ვინ საწუთროს არ ამოვკრებ კიტრად ბერად, ვის სიკვდილი მოყვასისთვის თამაშად და მიჩანს მღერად”.
იქნება ეს თანამედროვე განათლების თუ საზოგადოებაში მასობრივად დამკვიდრებულ ფასეულობათა სკალა, მათში არც ღვთისთვის და ჭეშმარიტებისთვის, არც მოყვასისთვის თავგამოდება არ იგულისხმება. მსოფლიოს იმ კულტურულ-პოლიტიკურ სივრცეში, სადაც ადრე ქრისტიანული რელიგია გავრცელდა და დამკვიდრდა, დღეს ნეოლიბერალური კულტურა დომინირებს, სადაც “ბაზარი ყველაფერს არეგულირებს”, სადაც მომხმარებლური საზოგადოება ყალიბდება. სადაც ადამიანური ცხოვრების მიზნებში დღეს უმთავრესია “წარმატების” კულტი, როგორც კარიერული, ისე რესურსების აკუმულირების მხრივ; სადაც სახეზეა ან სრული ათეიზმი, ან ისეთი რელიგიურობა, რაშიც რწმენა მსუყე სადილზე დასაყოლებელი დელიკატესია; ეს “შაბათ-კვირის” ქრისტიანობაა, როდესაც ადამიანი წირვიდან ზუსტად ისეთივე გამოდის, როგორიც შედის.
ვაჟა ფშაველას აქვს ნაკლებად პოპულარული პოემა “მოხუცის ნათქვამი”, რომელშიც მოხუცი მთიული, თავის დროზე კრწანისის ბრძოლას შემთხვევით გადარჩენილი, უდიდესი ტკივილით იგონებს ქართველთა ამ შავი ვატერლოოს ამბებს და ყვება ქართველთა ზნე-ჩვეულებების დეგრადაციაზე:
ეს რა დროებას მოვესწარ?
გამოიცვალა ქვეყანა:
მამალიც ყივის სხვაგვარად,
კაცსა სძულს მისვლა კაცთანა;
…….
სცხვენოდეს ახალ-უხლებსა,
კაც იყოს, თუნდა ქალია,
რომ მთელი მათი არსება
ფუჭმა საგნებმა დალია!
მოხუცის თქმით, ძველ დროში ქართველთა უდიდესი სიქველეები ცოცხალი იყო. ქვეყანა თითქოს ერთიანი საყმო იყო წმინდა გიორგისა:
ქალი და კაციც გაფუჭდა –
აღარ სძევთ ძველი ფერია,
მათ გულში ქაჯი დაბუდდა,
კაცის ნამუსის მტერია.
აფსუსო, ძველო დროებავ!..
არ დაბრუნდები ნეტარა?!
რომ ამაყობდეს დიაცი
ქმრის სიმამაცით მკვეხარა?
ჩემი თაობა საბჭოთა კავშირში და საქართველოს სსრ-ში გაიზარდა, თუმცა მსგავსი გულგრილობა და განურჩევლობა იქ წარმოუდგენელი იყო. ორმა რამემ დააზიანა ჩვენი საზოგადოება და მის ქმნადობაზე ხანგრძლივმოქმედი დესტრუქციული გავლენა იქონია: 1. 1992 წლის 6 იანვრის გადატრიალებამ, “სამხედრო საბჭოს” და “სახელმწიფო საბჭოს” დაფუძნებამ მთელი შედეგებითურთ, რაც ათწლეულობით მოქმედი იყო 2. ნეოლობერალური საბაზრო სისტემის შემოსვლამ სათანადო ეროვნულ-კულტურული ფილტრების გარეშე. ეს კი ნიშნავს უარის თქმას ზვიადის, მერაბის, გურამ რჩეულიშვილის, ასევე ვაჟას და ილიას იდეალებზე.
ის, რაც საზოგადოების პრობლემაა, შესაძლოა შეეხოს ბავშვებსაც. თუ საზოგადოება საბოლოოდ დაკარგავს თანაგრძნობის, სოლიდარობისა და მოყვასისადმი პასუხისმგებლობის უნარს, იგი თანდათან დაკარგავს საკუთარ იდენტობასაც. ამის გარეშე კი შეუძლებელი იქნება არა მხოლოდ ცალკეული ადამიანების, არამედ მთელი საზოგადოების სულიერი განახლება. სწორედ ამ გზაზე გადის ის ეროვნული რესტავრაცია, რომლის აუცილებლობაზეც საუბრობდნენ ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე გამორჩეული მოაზროვნეები და მოღვაწეები.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved