• რეკლამა
  • კონტაქტი
11:47, ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროკურატურის კიდევ ერთი მოწმე, რომელიც ასევე არ იცნობს სუსის ექსშეფს – ლილუაშვილი vs პროკურატურა

ალია ავტორი - ალია
19:23 06-12-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
ლილუაშვილი პროკურატურა
Facebook-ზე გაზიარება
4,546

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო სხდომა გაიმართა.

დღევანდელ პროცესზე ერთ-ერთი ქოლ-ცენტრის მეწილე დაიკითხა. პროკურატურის მტკიცებით, აღნიშნულ ქოლცენტრს სუს-ი მფარველობდა.

ამ პიროვნებისთვის ბევრი დეტალი არის ცნობილი, ქოლ-ცენტრი უშუალოდ როგორ საქმიანობდა, ვინ იყო წილში შესული ამ ქოლ-ცენტრის, ვინ უწევდა მფარველობას, ასევე ის საუბრობს სხვა მეწილეებზე, რომლებიც წარმოადგენდნენ გრიგოლ ლილუაშვილის ახლო გარემოცვას და ეს ახლო გარემოცვაც და უშუალოდ სხვა მეწილეებიც დაკითხულები იქნებიან ამავე სისხლის სამართლის საქმეზე. გრიგოლ ლილუაშვილი მისი პოზიციიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ყველა პირთან ფიზიკურ კომუნიკაციას არ დაამყარებდა და უშუალოდ ყველა პირის ხელიდან თანხას არ მიიღებდა, მას ჰყავდა მისთვის სანდო პირები ამ ქოლ-ცენტრში და შესაბამისად, მათთან ჰქონდა ამასთან დაკავშირებით ურთიერთობა. 

ჯერ-ჯერობით ამ კონკრეტულ პირს არ აქვს ბრალდებულის სტატუსი, თუმცა ბრალდებულის სტატუსის არ ქონა და ამით აპელირება, რომ ისინი ცრუ ინფორმაციას იძლევიან, არ არის რეალური იმიტომ, რომ ჩვენ არ ვეყრდნობით ერთი ან ორი პირის მოწოდებულ ინფორმაციას, ჩვენ ამ მოწმეების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ვაჯერებთ იმ აუდიო-ვიდეო მასალასთან, რაც საქმეში არსებობს,” – განაცხადა პროკურორმა. 

გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, ლანა ცერცვაძის თქმით, სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხული პირები წესით ბრალდებულები უნდა იყვნენ, თუმცა ისინი თავისუფლებაზე იმყოფებიან, შესაბამისად, სავარაუდოა, რომ “ისინი “თავიანთი ჩვენებით ვაჭრობენ”.

დასახელებული პირები ვერანაირად ვერ ასახელებენ მათ შემხებლობას ბატონ გრიგოლ ლილუაშვილთან, შესაბამისად მე, როდესაც ვსაუბრობ, რომ ისინი ვაჭრობენ თავიანთი ჩვენებით და თავიანთი თავისუფლებაზე გაცვლილი ჩვენებით, სწორედ ამას ვგულისხმობ, რომ ფაქტია, რომ პირები, რომლებიც ბრალდებულის სტატუსის მატარებლები უნდა იყვნენ, დღეს ისინი იმყოფებიან თავისუფლებაში და არანაირი შეზღუდვა მათ მიმართ დაწესებული არ არის,” – ამბობს ლანა ცერცვაძე. 

ლილუაშვილი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა პროკურატურას ლილუაშვილის წინააღმდეგ პროცესზე მოჰყავს მოწმე, რომელიც აცხადებს, რომ არ ქონდა კომუნიკაცია სუსის ყოფილს უფროსთან.

 

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved