“რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, რიკარდ იოზვიაკმა, ტვ პირველთან, თქვა:
ეს არის ის, რაც საქართველოს უნდა. მათ სურთ პოლიტიკური დიალოგი. მათ სურთ დიალოგის განახლება ყველა პოლიტიკურ დონეზე. როგორც იცით, ევროკავშირი ამით განსაკუთრებით არ არის დაინტერესებული, რადგან ვერ ხედავენ, რა არის ამის აზრი და მათ, როგორც იცით, ბოიკოტი აქვთ გამოცხადებული, მაგალითად, ბრიუსელში საქართველოს მაღალი დონის ოფიციალური პირების ვიზიტების შეხვედრებზე. შეიძლება თუ არა ეს შეიცვალოს? შესაძლოა, საბოლოო ჯამში ევროკავშირი შეხვდეს ქართველებს, მაგრამ მერე რა? რაზე ისაუბრებენ? იმიტომ, რომ შეხვედრის ჩასატარებლად საჭიროა გქონდეს რაღაც, რაზეც ისაუბრებ, გარდა იმისა, რომ უბრალოდ წრეზე იარო. ასე რომ, შეიძლება თუ არა შედგეს შეხვედრა? დიახ, მე ამას არ გამოვრიცხავ. მოხდება თუ არა რამე ამ შეხვედრაზე? მე ასე არ ვფიქრობ. მივდივართ თუ არა იმ წერტილამდე, სადაც ევროკავშირს მოუწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება? ვშიშობ, რომ კი.
ქართველებს სურთ, რომ ეს საკითხი უფრო მაღალ დონეზე გადაიტანონ, ევროკავშირს კი სურს, ეს უფრო დაბალ დონეზე გადაჭრას. ისინი სხვადასხვა ენაზე საუბრობენ. აი, ზუსტად ასეთი შთაბეჭდილება იქმნება, როდესაც ეს ორი საქართველო და ევროკავშირი ერთმანეთს ხვდება ხოლმე.და როგორ უნდა იპოვო აქ გამოსავალი? დარწმუნებული არ ვარ, რომ ამისი გადაჭრა საერთოდ შესაძლებელია”.- ეუბნება “პირველებს” იოზვიაკი.
რაც შეეხება უშუალოდ გუშინდელ დიალოგს, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირის მხარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა: “ამ საკითხში შორს ვერ წავედითო”.
ეს რაღაც სულელურ ტანგოს ჰგავს, სადაც ევროკავშირის წარმომადგენლები ამბობენ: აი ამა და ამ კანონზე რას იტყვით? ქართული მხარე კი პასუხობს ეს ტექნიკური შეხვედრაა, რასაც თქვენ ითხოვთ, პოლიტიკურია. ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ამიტომ კანონს ვერ შევცვლით, რადგან ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. შემდეგ კი ქართველები აგრძელებენ იმავეს მტკიცებას რაც, როგორც ჩანს, ამ შეხვედრაზეც გააკეთეს. ქართული ოცნების მთელ ამ ნარატივს – თბილისში არეულობის შესაქმნელად უცხოელი აგენტები ფინანსდებიან, ისინი სცემენ პოლიციას, ისინი ძალიან ძალადობრივი არიან, ასე რომ, აი, რატომ გვაქვს ამ კანონების საჭიროება….და ასე გრძელდება შემდეგ. ასე რომ, ძირითადად, ევროკავშირი ამბობს, შეცვალეთ კანონები, ისინი კი პასუხობენ, ჩვენ ვერ შევცვლით კანონებს, რადგან აქ ტექნიკურ საკითხებზე, ტექნიკურ სამართლებრივ საკითხებზე სასაუბროდ ვართო. და შემდეგ თქვეს, რომ ეს ოპოზიციაა, უცხოური დაფინანსებაა და ყველაფერი ის, რაც პრობლემებს ქმნის საქართველოში. როგორც ვიცი, ქართულმა მხარემ თქვა, რომ ეს საკმაოდ კარგი შეხვედრა იყო. ევროკავშირის მხარემ კი, ჩემი ინფორმაციით, თქვა, რომ ამ საკითხში შორს ვერ წავედითო. ასე რომ, აქ ვართ. ეს არის ზუსტად იგივე, იგივე პროცესის თავიდან დაწყება”.- აცხადებს იოზვიაკი.
















კომენტარები