საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, პოლიტოლოგ, გია ნოდიას პასუხობს:
ამ ჭკვიან კაცს, ჩემს ჯინაზე კოგნიტიური დისონანსი სჭირს. როგორ ფიქრობთ, 2012-ში ივანიშვილი რომ დამეპატიმრებინა, როგორც პაშინიანმა დააპატიმრა კარაპეტიანი და სანდუმ პლოხოტნიუკი, ყველა ანგარიში რომ დამებლოკა, მათი მედია ამეკრძალა, ქოცები მაინც გაიმარჯვებდნენ?
ოღონდ მაშინდელ საერთაშორისო ვითარებაში, მე დიქტატორად ვიქნებოდი გამოცხადებული.
ცნობისთვის, გია ნოდიამ დაწერა:
სომხეთის არჩევნების ერთი გაკვეთილი ისაა, რომ რუსეთის გავლენა მნიშვნელოვანი, მაგრამ არა გადამწყვეტი ფაქტორია.
რუსეთი ძალიან ღიად ცდილობდა სომხეთის, მანამდე კი მოლდოვის არჩევნებზე გავლენის მოხდენას, იგივე ითქმის უნგრეთზეც, თუმცა უნგრეთზე გავლენის ბერკეტები რუსეთს ნაკლებად გააჩნია. სომხეთში კი რუსეთს სამხედრო ბაზაც აქვს და მისი ეკონომიკის დიდ ნაწილს აკონტროლებს. მაგრამ ფაქტია, რომ ყველა ამ შემთხვევაში რუსეთმა წააგო.
ეჭვი არ მეპარება, რომ 2012-ში რუსეთს ძალიან უნდოდა და გაუხარდა ივანიშვილის მოგება – ალბათ, წაეხმარა კიდეც. მაგრამ არც გადამწყვეტი და არც დიდად მნიშვნელოვანი ფაქტორი რუსეთი ამ არჩევნებში არ ყოფილა.
ახლაც რუსეთი არაა მთავარი მიზეზი, რის გამოც ივანიშვილი კვლავ საქართველოს სულთანია.
ივანიშვილი როგორ იყენებს რუსეთის შიშს თვისი ინტერესებისთვის, სხვა თემაა. მაგრამ რუსეთის ყოვლისშემძლედ წარმოჩენა ამ შიშს აძლიერებს.
მორალი: რუსეთის საფრთხე სულ უნდა გახსოვდეს, მაგრამ არ უნდა გააზვიადო.
















კომენტარები