• რეკლამა
  • კონტაქტი
05:08, ოთხშაბათი, 30 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნათია ჯანაშიამ დაადასტურა ჩვენი ვარაუდი, რომ მისი მიზანი გაყიდული აკადემიის რეიდერულად მითვისებაა” – ბაჩანა ჯინჭარაძე

ალია ავტორი - ალია
14:39 06-11-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,769

“ბიზნეს-დავების მსოფლიო ანთოლოგიაშიც კი გამორჩეულ ადგილს დაიკავებს ნათია ჯანაშიას 2026 წლის 29 მაისს ნათქვამი ფრაზა, – “ჩემი სკოლა არც 2019 წელს იყიდებოდა, არც ახლა იყიდება და მომავალშიც არ გაიყიდება”. ეს ფრაზა ისმის იმ ფონზე, როცა 2019 წელს გაფორმებული გარიგების თანახმად, “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” 70%-იანი წილის სანაცვლოდ , “საქართველოს განათლების ჯგუფისგან” 30 მილიონი ლარი აქვს დადასტურებულად მიღებული”, – ამბობს “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” – აფბას ანალიტიკოსი ბაჩანა ჯინჭარაძე. აფბა “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო მიმდინარე დავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს.

ჯინჭარაძის თქმით, ნათია ჯანაშიასთან აფილირებული ინტერნეტ გამოცემებისა და სოც-ქსელის ანალიზის შედეგად იკვეთება, რომ მისი მხრიდან, ბოლო პერიოდში, გახშირდა ნარატივი, სადაც სულ უფრო ხშირად ისმის ფრაზები – “ჩემი სკოლა-ჩემი ბრძოლა”,  “ამ ხელებით ავაშენე და ამავე ხელებით დავიცავ”, “ სკოლა ჩემთვის ღირებულებაა და არა პორტფელური კომპანია” და სხვა. ამ ფრაზების მიღმა კი, როგორც უკვე მიეჩვია საზოგადოება, საგნობრივი მსჯელობისგან სრულიად დაცლილი და მხოლოდ ემოციურ მუხტზე გათვლილი საუბარია.

“რეალობა კი სულ სხვა სურათს აჩვენებს. კერძოდ იმას, რომ ნათია ჯანაშიას მხარის მიერ წარმოებული მედია-კამპანიის მიზანი იმთავითვე იყო ჩაფიქრებული და ეს უკვე გაყიდული აკადემიის რეიდერულად მითვისება და მიტაცებაა.

თავისი არსით ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი და უაპელაციოდ დამადანაშაულებელი კამპანია, რომელსაც ნათია ჯანაშია მხარე აწარმოებს, საკუთრივ ინვესტორის გარდა მიმართულია კიდევ ბევრი სხვა ადრესატისადმი –მთელი რიგი სახელმწიფო უწყებებისადმი – სასამართლო და იუსტიციის სისტემისადმი, შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისდამი და ა.შ. ეს იმის პარალელურად, რომ ამავე უწყებებში შეტანილი აქვს საჩივრები და სარჩელები.

ის ასევე ჩივის ამერიკის საელჩოში და უკვე, როგორც თავად აცხადებს, აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროში და ითხოვს აშშ-ის მოქალაქე საკუთარი შვილების უფლებების დაცვას, ჩივის ლონდონის ბირჟაზე და ითხოვს საქართველოს წამყვანი კომპანიების გარიცხვას.  

რთული სათქმელია, ჩივილის დიაპაზონი სადამდე წავა, – ისე მიდის საქმე, რომ მალე, შესაძლოა, საქართველოში არავინ დარჩეს, ვის წინააღმდეგაც საჩივარი არ აქვს შეტანილი ან საჩივრით არ ემუქრება.

თუმცა ეს არ არის არსებითი. არსებითი და ცალსახა არის ის, რომ ნათია ჯანაშიას მხარის მიერ წარმოებული ეს კამპანია, – დავასთან დააკავშიროს რაც შეიძლება მეტი ფიგურანტი და ამით ეცადოს საზოგადოებრი რეზონანსის გამოწვევა, მიმართულია ინვესტორისადმი იმდაგვარი რეპუტაციული ზიანის მიყენების მცდელობისკენ, რომ მან ხელი აიღოს საკუთარ კანონიერ საკუთრებაზე და უფლებებზე და ჯანაშია-ცეცხლაძის პირობების შესაბამისად დათმოს ერთხელ უკვე საბაზრო ფასად ნაყიდი აკადემიის საკონტროლო პაკეტი. ყველაფერი იმაზე მიუთითებს და ნათია ჯანაშია თავისი ქმედებებით კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ვარაუდს, – რომ მისი მიზანი გაყიდული აკადემიის რეიდერულად მითვისებაა“, – აღნიშნავს ჯინჭარაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის

16:28 09-29-2026
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
ახალი ამბები

PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

15:50 09-29-2026
სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:43 09-29-2026
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved