უკრაინამ რუსეთში, ქალაქ სამარაში მდებარე „როსნეფტის“ სტრუქტურაში შემავალ „კუიბიშევსკის“ ქარხანას დრონებით შეუტია. როგორც Reuters-ი ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, თავდასხმის შემდეგ როსტნეფის “კუიბიშევსკის” ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა.
წყაროების ცნობით, ნავთობის გადამუშავება შეჩერდა ქარხანაში ნედლი ნავთობის პირველადი დისტილაციის ორივე ბლოკში — CDU-4-სა და CDU-5-ში, რომელთაგან თითოეულის სიმძლავრე დღეში დაახლოებით 10 000 მეტრული ტონაა (73 000 ბარელი).
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსნეფტის“ სტრუქტურაში შემავალ ქარხანას 10 ივნისს დაარტყეს.
Reuters-ის წყაროთა თანახმად, დრონებით შეტევის შედეგად გამოწვეულმა დაზიანებებმა და ხანძარმა მწყობრიდან გამოიყვანა ნავთობის პირველადი გადამუშავების ორივე დანადგარი. თითოეულის საწარმოო სიმძლავრე დღე-ღამეში 73 000 ბარელია.
















კომენტარები