• რეკლამა
  • კონტაქტი
18:00, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გეტყვით, რას აკეთებდა “მთავარი” ეს დღეები – ბავშვი არც აინტერესებდათ” – შაქარაშვილის ბიძა

ალია ავტორი - ალია
03:41 06-29-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“მიუხედავად ჩემი მძიმე ემოციური მდგომარეობისა, რასაც თან დაერთო გაუსაძლისი რეჟიმიც ჩემი გიორგის საქმიდან გამომდინარე, ვცდილობ, მშვიდად დავაკვირდე საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, ჟურნალისტებს, სამართალდამცავებს, მათ ქცევებს და დამოკიდებულებებს. რატომ ვაკეთებ ამას არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ასე ხდება.
საბოლოო ჯამში, დღეს საღამოს, ჩემი სამსახურიდან მორიგი ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ სწორედ მთავარი არხის ჟურნალისტს ვუთხარი, რომ არ მჯეროდა თუ იარსებებდა საქართველოში თუნდაც ყველაზე ცივსისხლიანი ადამიანი, რომელისთვისაც გიორგის ტრაგედია, როგორც მინიმუმ, “სულერთი” იქნებოდა.
ამთავითვე ვიტყვი, შემიძლია, საჯაროდ დავიფიცო, რომ სიბრალულის გრძნობის გარდა არანაირი განცდა არ მაქვს, ვერაფრით ვერ ვიგებ, რატომ შეიძლება ადამიანი იყოს ასეთი უბედური, არა ისეთი, როგორიც დღეს ჩვენ-გიორგის ოჯახი ვართ ტრაგედიის გამო, არამედ არსით და ბუნებით.
ერთ დროს ჩემო მეგობარო და შემდგომ ჩემს მიერვე გულნატკენო ადამიანო, ორი რამ მინდა გითხრა, როგორც შვილების მამას და როგორც იურისტს:

  1. მიზანი, რომ მირიან ნიკოლაძის მიმართ საკუთარი ძმის (რა მნიშვნელობა აქვს, ბიძაშვილის) ოჯახში გაჩნდებოდა უნდობლობა, არ გამოვიდა. შემიძლია, გარდაცვლილი ბავშვის მშობლების მოსაზრება გითხრა სრული ციტატით: “რატომ გვკლავს მეორედ ეს ბოროტი ადამიანი თავისი პოლიტიკური შოზოფრენიის გამო?!”
  2. მსგავსი ზედაპირული კეკლუცობის, საქმეში ჩაუხედაობის და უშინაარსო ბლუყუნის შემდეგ (ნუ მიწყენს იქ მჯდომი ჩემი კოლეგა), ჩვენ, თავის დროზე, მთელ საგამოძიებო ჯგუფს ვუშვებდით სახლში, რათა სხვა სისხლის სამართლის საქმე აღარ დაეღუპა თავისი არაკვალიფიციურობით. მესმის, რომ სისხლის სამართლის საქმის სპეციფიკაში ჩაუხედავი საზოგადება თქვენი ინფანტილური წიაღსვლების მძევალია, მაგრამ რა ვუყო.

მე და ბავშვის ოჯახმა გავიგეთ, რომ ჩემზე მეტად გიყვარდა გიორგი, გავიგეთ, რომ ჩემზე მეტად ერთგული ხარ ჩვენივე საკუთარი ოჯახის, გავიგეთ, რომ სისხლის სამართლის ვირტუოზი ბრძანდები, მაგრამ ერთი რამ ვერცერთმა ვერ გავიგეთ-სლუკუნით და ცრემლების ღვარღვარით დაწყებული გადაცემა რატომ უნდა მთავრდებოდეს პოლიტიკური მოწოდებებით.

ისევ გულისტკივილით და შენზე ფიქრით (მენანები გულწრფელად) დამძიმებულმა მინდა ვუთხრა საზოგადოებას რას აკეთებდა მთავარი არხი ეს დღეები, მაშინ როდესაც, როგორც თქვენ ბრძანეთ- მე ბავშვის სულს ვყიდდი და “კონვერტების მიტან-მოტანით თუ საპარლამენტო სიაში მოხვედრით” ვიყავი დაკავებული (თუ როგორც იყო, აღარ მახსოვს). რას აკეთებდა და ჯერ ბავშვის დაღუპვის ამბავი არც კი ვიცოდით (ანუ მეორე დღესვე), ჯერ მდინარის კალაპოტში დაკაწრულები და გამწარებულები დავეხეტებოდით, როდესაც ამ არხის ჟურნალისტების პირველი კითხვა იყო: “ბატონო მირიან, ამბობენ, რომ პოლიცია და მაშველები არაფერს აკეთებენ გიორგის გადასაჩენად. ამბობენ, რომ თქვენ ხართ უკმაყოფილო სახელმწიფო ორგანოების მოქმედებით”(ნუ მიწყენენ, მე მესმის მათიც კი). დიახ, პატივცემულო, ასე იყო. გამორთული კამერებით თავდასხმები მხოლოდ ერთი ფრაზის გამო-რამენაირად ვინმე გაგველანძღა, არც ბავშვი გაინტერესებდათ და არც ოჯახი (ეს ყველა იქ მყოფი ჭირისუფლის მოსაზრებაა, რომელზედაც ყოველდღიურად ძალადობდნენ).
შემდეგში იყო თქვენს არხზე ჩემი პირდაპირი ეთერი, საიდანაც ასევე ვერაფერი გამოვიდა, სადაც ძალიან ადამიანური და კეთილშობილი წამყვანი ვეღარ უძლებდა ვიღაცეების აგრესიულ ბრძანებებეს და ორჯერ მოუწია ყურსასმენის ნერვიულად მოცილება ყურიდან.
გასაგებია ჩემთვის ის ისტერიკა, რაც ბავშვის სიკვიდილის ვერ “გასკანდალება-გაპოლიტიკურებამ” გამოიწვია, მაგრამ მე უბედურებამ ვერ დამაკარგინა საკუთარი სახე და შენ დაკვეთის ვერ შესრულება ნუ წაგშლის, როგორც ცარიელ ადგილს. რომის პაპზე მეტი კათოლიკობა წარმართების საქმეა, შენ თვითონაც ხომ იცი.
მოკლედ, ასეა თუ ისეა, ჩემი პატარა და უცოდველი გიორგი ძალადობამ მოკლა, ზუსტად იმავე ძალადობამ (რა განსხვავებაა ფიზიკურსა და ფსიქოლოგიურს შორის?!), რომლის მსხვერპლიც ახლა მისი ოჯახია.
დაგამძიმებს ასე ცხოვრება, დამიჯერე….”

შეგახსენებთ, დღეს “მთავარ აქცენტებში, ნიკა გვარამიამ სტუმრებთან ერთად ისაუბრა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე და ბოლოს თქვა:

“სახელისუფლებო ნარატივია, გამოძიებასთანკითხვები არ მაქვსო რომ ამბობენ, რომელი შეკითხვა არ გაქვთ? დასკვნებამდე ვერ მიდიხართ? სასარგებლო იდიოტები ხართ, თუ დაინტერესებული ხართ?

ეს ხელისუფლება უნდა დამთავრდეს!”

ნიკა გვარამიას თავის მონოლოგში, კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია.

თეგები: შაქარაშვილის საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved