“აფხაზეთის რესპუბლიკა საერთაშორისო ქალაქებში ფრენების დაწყებას გეგმავს და სოხუმის საერთაშორისო აეროპორტიდან საერთაშორისო მარშრუტების ამოქმედებას განიხილავს” – აცხადებს ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა.
მისი თქმით, ამჟამად სოხუმის აეროპორტიდან მხოლოდ რუსეთის ქალაქებში სრულდება რეისები, რაც პრიორიტეტულია თუმცა, “რესპუბლიკა არ გამორიცხავს სხვა საერთაშორისო რეისების დაწყების შესაძლებლობას, როგორც კი ხელსაყრელი გეოპოლიტიკური პირობები შეიქმნება.”
“სამწუხაროდ, რუსეთის გარდა, ამჟამად შეუძლებელია ფრენების განხორციელება სხვა ქვეყნებში, რადგან საქართველო მათ ICAO-ს [საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია] მეშვეობით ბლოკავს“ , – თქვა გუნბამ კრემლის პროპაგანდისტულ რია ნოვოსტისთან საუბარში.
















კომენტარები