მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 8 ივნისის ღამეს ქვეყნის საჰაერო სივრცე დრონმა დაარღვია, მისი ჩამოვარდნის ადგილზე არსებული კვალი კი იმაზე მიუთითებს, რომ აპარატი აფეთქდა.
განცხადების თანახმად, 00:20 საათზე, ეროვნული არმიის სათვალთვალო სისტემებმა და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის სისტემებმა დააფიქსირეს უპილოტო საფრენი აპარატის მიერ მოლდოვის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა მიხაილოვკა-ლოპატნას დასახლებული პუნქტების რაიონში.
დასახლებულ პუნქტ ლოპატნასთან ახლოს, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს.
„აღმოჩენილი ნამსხვრევები მოწმდება საფრენი აპარატის წარმომავლობისა და ინციდენტის გარემოებების დასადგენად. აღვნიშნავთ, რომ ამ ღამით მოხდა რუსეთის მასირებული თავდასხმა უკრაინაზე დრონებისა და რაკეტების გამოყენებით“, – განაცხადეს სამინისტროში.
უწყებაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პასუხისმგებელი ორგანოები შემთხვევის დოკუმენტირებას და სიტუაციაზე დაკვირვებას აგრძელებენ.
















კომენტარები