• რეკლამა
  • კონტაქტი
05:32, შაბათი, 6 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მეტროთი ვმგზავრობდი, –  ვიღაც რუსი იდგა, პირდაპირ შუა კარში და არ იწეოდა” – ალეკო შუღლაძე

"თუ არ გაიწევა, რაღაც მძიმე სი@ობას ვეტყვი-მეთქი, - გადაწყვეტილება ეგრევე მივიღე..."

ალია ავტორი - ალია
00:16 06-06-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
234

მწერალი, ალეკო.შუღლაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

მეტროთი ვმგზავრობდი, – ჩემი საყვარელი ტრანსპორტია ავტომობილის, თვითმფრინავისა და ტრამვაის მერე – და როცა ჩემი სადგური მოვიდა, წამოვდექი და კართან მივედი. იქ ვიღაც რუსი იდგა, პირდაპირ შუა კარში და არ იწეოდა, მეთქი გაიწევა, მაგრამ არ გაიწია. ასე 30 წლის იქნებოდა, მობილურში იყურებოდა, საქმიანი ეჭირა. თუ არ გაიწევა, რაღაც მძიმე სი@ობას ვეტყვი-მეთქი, – გადაწყვეტილება ეგრევე მივიღე. ჯერ ისევ გვირაბში ვიყავით და ცოტა დრო კიდევ ჰქონდა, მაგრამ ნერვები თუ მოგეშალა კაცს, გინდა გვირაბში იყავი და გინდა სახურავზე და უკვე, პრინციპში, არც მინდოდა რომ გაწეულიყო და ვუთხარი:
– შენიანები იქ იხოცებიან, შენ კიდევ აქ გვირაბში იმალები და თანაც ნაგლი ტიპი ჩანხარ-მეთქი. – რადგან ძალიან ვნერვიულობდი, ამას ინგლისურად ვერ ევტყოდი, ქართულად ვერ გაიგებდა და ამიტომ რუსულად ვუთხარი.
გაკვირვებულმა შემომხედა.
– მიყურე და იყავი, – განვაგრძობდი მიწოლას, – თუ მაგდენს ვერ ხვდები, გვერდით რომ უნდა გადგე, საერთოდ რა უნდა გელაპარაკო, და საერთოდ, პუტინის დედაც მოვ**ან-მეთქი.
– რატომ უნდა გავიწიოო? – აი ეს სითავხედე მითხრა.
– იმიტომ, რომ უნდა ჩავიდე, თუ არ გაიწევი, იმენნა დაგეჯახები-მეთქი!
– ჰო, მაგრამ კარი იქითა მხარეს იღებაო, – მითხრა დაბნეული ღიმილით.
ამ დროს სადგურზე შევედით და კარი მართლა სხვა მხარეს გაიღო… შევტრიალდი და ჩავედი.
მეორედ მემართება ასეთი რამ: ხომ გახსოვთ ინდოეთში კონდუქტორი რომ ვცემე და მის ადგილას რომ მოვჯექი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა

14:17 06-05-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved