• რეკლამა
  • კონტაქტი
14:06, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აგერ, თბილისთან ახლოს ვითარდება ეს დაუჯერებელი და ძალას იკრებს” – გივი თარგამაძე

"ჩვენთან დალაგებაზე ზღაპრების მოყოლით ფონს ვერ გახვალო"

ალია ავტორი - ალია
23:53 06-05-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,704

ყოფილი მაღალჩინოსანი, გივი თარგამაძე:

რა გავიგეთ მარკო რუბიოს განცხადებიდან?

ის, რომ ქოცების პროირანულობა, მათი დახმარება ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სასარგებლოდ სანქციების გვერდის ავლაში ამერიკის ადმინისტრაციას აწუხებს. სხვა საკითხებთან ერთად ეს პრობლემაა, რომლის არ აღმოფხვრის შემთხვევაში ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის ვერ ნორმალიზდება. რა გვესმოდა მუდმივად ქოცებისგან? ეს მოღალატეთა მოგონილი ამბავია და ფაქტები არ არსებობს. თურმე,

არსებობს? რა თქმა უნდა.

ფაქტები სრულიად კონკრეტულია. 2020 წლის შემდეგ ამერიკის მიერ #13244 აღმასრულებელი ბრძანებით ტერორისტებთან კავშირის, ირანის უშიშროების მიერ უცხოელი სტუდენტების ინდოქტრინაციასა და რეკრუტირებაში გამოყენებისთვის სანქცირებული, პირდაპირ ირანის უშიშროების საფარად მიჩნეული ვითომ უნივერსიტეტი გუგუნებს საქართველოს ტერიტორიაზე სამი ფილიალით – გარდაბანში, მარნეულსა და ფონიჭალაში. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს აკრედიტაციის უქონლობას, ეს ხელს არაფერში უშლის, რაზეც ფაქტები მოწმობს.
ამ უნივერსიტეტის „აკადემიური“ თანამდებობის პირმა, მოშენ რაბანიმ (ქვემოთ სურათზე პირველი) ააფეთქა ებრაული სათემო ცენტრი არგენტინაში და 88 კაცი მოკლა, რის გამოც ის ინტერპოლის წითელ ცირკულარზეა. მეორე – სეიდ მოჯთაბა ჰოსეინი ნეჯადი (ქვემოთ სურათზე მეორე), მექსიკაში ისრაელის ელჩის მკვლელობას აორგანიზებდა და ასევე ძებნაშია. საქართველოში ამ უნივერსიტეტის
სამი ფილიალიდან საქართველოს მოქალაქე სტუდენტები ირანში რეგულარულად დადიან. თუნდაც ამ ტერორისტებთან მათი ურთიერთობის ალბათობა დიდია. აზერბაიჯანული წარმოშობის უკვე 4 მოქალაქეა ბრალდებული – 2 ნატოს ბაზაზე დაკვირვების გზით ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის, ერთი აშშ-ში ირანელი ჟურნალისტის, ერთი აზერბაიჯანის მთავარი რაბინის მკვლელობის მცდელობის ორგანიზებისთვის. თუ ინდოქტრინაციას და ვერბოვკას ეწევა ეს უნივერსიტეტი ირანის ყუდსის ძალებისთვის ყველგან – ხომ უდიდესია ალბათობა, რომ ეს ადამიანებიც ამ გზით დაავერბოვკეს?

რა თქმა უნდა. ყოველივე ზემოთმოყვანილი ფაქტებია. კონკრეტული ფაქტები და სწორად ფაქტებზე წუხს ამერიკის ადმინისტრაცია, სავალალო, მუდმივი საფრთხის შემცველ ვითარებაზე. ასეთი რეალობა ძნელად დასაჯერებელი იყო – მაგრამ, აგერ, თბილისთან ახლოს ვითარდება ეს დაუჯერებელი. ვითარდება და ძალას იკრებს. ჟელე უშნოდ, გლუვურად რომ ხუმრობს,

მალე გაიგემთ, რაც მამას უნდაო – დიდი ხანია, გავიგეთ – კაპეიკი უნდა. ყველა ის კაპეიკი, რომელიც სანქცირებული აიათოლური თანხების საქართველოზე გატარებისთვის წილად ერგება. სახდეპი ამაზე წუხს. კიდევ უნდა, რომ ეს რეალობა გიორგი კანდელაკის გამოგონილ ტყუილად გამოაცხადოს, მაგრამ, რუბიომ, ეგ არ გამოვაო. ვიცით სინამდვილე და სანამ ის არ აღმოიფხვრება, ჩვენთან დალაგებაზე ზღაპრების მოყოლით ფონს ვერ გახვალო.

“ოცნების” მთავრობის ქცევის ტრაექტორიის ცვლილება – რისი იმედი აქვს რუბიოს?

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება

15:54 11-04-2026
სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა
ახალი ამბები

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა

13:12 11-04-2026
თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved