• რეკლამა
  • კონტაქტი
13:35, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დღეს ბალანდიორს ცოლი გარდაეცვალა…” – რეზო კიკნაძე

"დღეს საჭმელს მისი ცრემლის გემო ჰქონდა..."

ალია ავტორი - ალია
13:17 06-05-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,635

პროევროპულ აქციებზე დაკავებული რეზო კიკნაძე, ციხიდან წერილს ავრცელებს, რომელიც ამა წლის 17 აპრილითაა დათარიღებული

ბალანდიორი დადიოდა ყოველდღე ჩვენთან საჭმლის მოსატანად… სამჯერ უწევდა თავის შემოყოფა: დილას, შუადღეს და საღამოს.
ჩვენ თითქმის არაფერს ვიღებდით ციხის კვებიდან, მაგრამ მაინც ჩამოთვლიდა ხოლმე იმ დღის მენიუს. თავადაც ეცინებოდა ამ დროს, ხომ იცოდა, ტყუილად ირჯებოდა…პატივისცემით იყო განწყობილი. მოსაკითხად მაინც ჩამოვწევ ყოველ ჯერზე სარკმელსო… ჰოდა, ასე ვკითხულობდით დღეში სამჯერ ერთმანეთს…

ერთ დღეს სევდიანი გვეჩვენა… შევამჩნიეთ ტიროდა… ვკითხეთ, რა ხდება, ხომ მშვიდობააო… დილით მამცნეს, ცოლი გარდაგეცვალაო, მე კიდევ აქ ვარ და ტირილის გარდა არაფერი შემიძლიაო, ვეღარ ვხვდები, აწი რაღა აზრი აქვს რამესო…

საჭმლის დარიგება კი მაინც უნდა გაეგრძელებინა, ასეთი იყო წესი… ვის ადარდებდა, რა ცეცხლი ტრიალებდა მის გულში…

უნისონში გაისმოდა ურიკის ჭრაჭუნი და აცახცახებული კაცის კვნესის ხმა… რამდენჯერმე გაუვარდა კოვზი აკანკალებული ხელიდან და ჩაიც ძირს დაეღვარა დასხმისას…

უხეშად დაუყვირეს, ნუ გძინავს, ახლავე გამოფხიზლდიო.

ყველაფერს უსიტყვოდ იტანდა…

ჰქონდა კი სხვა გზა?

ტირილსაც არ აცლიდნენ…

ვუყურებდი და მეც მოთქმა მინდოდა მასთან ერთად, მისი დარდის გაზიარება. ვფიქრობდი, აი, სად უნდა ეძებონ მხატვრებმა ესკიზები სევდიანი ნახატებისთვისთქო…

დღეს ბალანდიორს ცოლი გარდაეცვალა…

დღეს საჭმელს მისი ცრემლის გემო ჰქონდა…

17.04.2026

საკანი 38

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება

15:54 11-04-2026
სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა
ახალი ამბები

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა

13:12 11-04-2026
თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved