ზელენსკის პუტინთან შეხვედრა თუ სურს, ნებისმიერ დროს შეუძლია მოსკოვში ჩამოსვლა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
როგორც პესკოვმა აღნიშნა, კრემლში ნახეს ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილი, თუმცა რუსეთის პრეზიდენტს ჯერჯერობით არ ჰქონია მისი განხილვის შესაძლებლობა.
„დიახ, ჩვენ ვნახეთ. მან წერილი უზბეკეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს გამოაქვეყნა და პრეზიდენტს ჯერ არ ჰქონია მისი განხილვის შესაძლებლობა. ზელენსკის შეუძლია, მოსკოვში ჩამოსვლა ნებისმიერ დროს. პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ თუ ზელენსკის საუბარი სურს, მას შეუძლია მოსკოვში ჩამოსვლა და ამის გაკეთება“, – განაცხადა პესკოვმა.
















კომენტარები