• რეკლამა
  • კონტაქტი
03:37, პარასკევი, 30 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ფულის გამო ყველაფერი კი არ უნდა იკადრო” – რეზო კიკნაძე

ალია ავტორი - ალია
19:17 06-04-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,430

სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე წერილს აქვეყნებს:

„სეტანტას“ გულზე მჯიღის ცემით დამცველებო, მოდით, ფეხბურთს მთლად სამშობლოზე წინაც ნუ დააყენებთ. არც ფეხბურთი გიყვართ თქვენ ჩემზე მეტად და, მით უმეტეს, არც ქვეყანა, თორემ გაყიდულ არხს კი არ დაიცავდით. მორჩება ეგ მსოფლიო ჩემპიონატი ერთ თვეში, სამშობლო კი სამუდამოდ დარჩება. თქვენთვის არ ვიცი, ოღონდ ეგ როგორ არის. ცოტა ფართოდაც გაახილეთ თვალი. მთლად ბოლომდე ნუ დაიშტერებთ ოღონდ თავს იმის გამო, რომ რაღაც ისე გაწყობთ, როგორც გაწყობთ.

ფულის გამო ყველაფერი კი არ უნდა იკადრო. „ქოცების“ პროპაგანდისტულ არხს ლეგიტიმაციას აძლევთ და არაირონიულად ვინმე კიდევ ფიქრობს, რომ „ქოცების“, ანუ რუსების საქმეს არ აკეთებს? ვიღაცამ დამიწერა, ეგო, ძმაო, კომპანიების ამბავიაო, რა უჭირს მერეო. და კომპანიას არ ეხება მერე ქვეყნის ბედი? თუ ჩემი და რამდენიმე კაცის საბრძოლოა მარტო? თქვენ რა გგონიათ, ჩვენ არ გვყავდა ოჯახები სარჩენი? არ გვიჭირდა? არ გვშიოდა? მაგრამ სამსახურის და ფულის გამო ეშმაკისთვის სული კი არ მიგვიყიდია.

თამაშის დროს კომენტატორი წაიკითხავს „ქოცების“ საარჩევნო პროგრამასო, მაგას კი არ ვამბობთ არავინ, მაგრამ მარტივი ფსიქოლოგიური მომენტია – როცა რაღაცას ერთ კონკრეტულ არხზე ელოდები, მხოლოდ იმ ორი საათით კი არა, ბევრად ადრე რთავ; თან, თუ სამი მატჩია დღეში ზედიზედ, მით უმეტეს. იქვე, შესვენებაზე, ერთი-ორი პროპაგანდისტული მესიჯით რეკლამებში და მეტი კი არ უნდა ამ ისედაც დამსხვრეულ, დანაკუწებულ ერს. მართლა ვერ იაზრებთ? შიმშილით სიკვდილი სჯობს ნეხვის ჭამით სიკვდილს, რომ იცოდეთ. ხოდა, მალე გამოფხიზლდით და მაგ ნეხვს ბოლომდე ნუ შეიზილავთ.

ვიღაცები ღაღადებენ, რა ქნან, ძმაო, ოჯახები ჰყავთ „სეტანტას“ თანამშრომლებსო და როგორ წამოვიდნენ არხიდანო. ეუფ, იმ რობოკოპებსაც ჰყავდათ მაშინ ოჯახები. იუდაზეც ვთქვათ – მაგასაც ჰყავდა ოჯახი და სჭირდებოდა ის 30 ვერცხლიო და ვითამაშოთ ასე პინგ-პონგი.

იცით, რომ ნაკრების ფეხბურთელებში ყველაზე მეტად კიტეიშვილი მიყვარდა, მაგრამ ყველაზე მეტად ვეღარ ვიტან იმის მერე, რაც „ქოცების“ საარჩევნო კლიპში დავინახე. აი, დაახლოებით ეგრე ვარ ახლა „სეტანტაზე“. არის წითელი ხაზები, რასაც არ უნდა გადააბიჯო, რაც უპატიებელია. რაღაცები უბრალოდ არ იმიჯნება. შეიგნეთ.

ჩემს მეგობრებს და ნათელ მხარეს მყოფებს მინდა ვთხოვო, რომ ვინც გვიღალატა და გაქოცებული „სეტანტას“ მხარეს გადავიდა ქარიშხლის დროს და მთელი მონდომებით ცდილობენ მათ გამართლებას, იმათი სახელები და გვარები კარგად დაიმახსოვრეთ და რომ გამოვალ, მითხარით. ხომ უნდა ვიცოდე, ვინ ფურთხის ღირსია და ვინ – ჩახუტების, როცა გარეთ გამოვაბიჯებ.

ისიც მაკვირვებს, „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ რატომ ფიქრობს, რომ ეს უმნიშვნელო საკითხია და, მაგალითად, მელია-მიშას პოსტებია მნიშვნელოვანი. რა უფრო აინტერესებს ხალხს, აბა, თქვენი აზრით? იმას თუ 5 გადაცემას უთმობთ, ამას ერთი მაინც დაუთმეთ. რატომაც ჯერ კიდევ ვერ მოგვიშორებია ეს რუსულ-ქოცური ჭირი, ამის ნომერ პირველი მიზეზი პროპაგანდისტული არხებია და ეგ გაითავისეთ ყველამ.

პ.ს. ჩემი ოცნება კომენტატორობა იყო ბავშვობიდან. ვიცი, ამ პოსტებით მთლიანად ვიჭრი გზას ოცნებისკენ, მაგრამ პირადი კეთილდღეობა ვის რაში აინტერესებს, როცა სამშობლოს ეხება საქმე. პირად კეთილდღეობაზე რომ მეზრუნა, ახლა აქ კი არ ვიქნებოდი.

თეგები: რეზო კიკნაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა

18:25 10-29-2026
კახეთის სასტუმროები
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები – სად დავრჩეთ რეგიონის უკეთ გასაცნობად?

17:17 10-29-2026
Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია
ახალი ამბები

Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია

16:33 10-29-2026
პეპტიდები
ახალი ამბები

ორგანიზმის აღდგენა და გაახალგაზრდავება – რა უნდა იცოდეთ პეპტიდების შესახებ?

16:22 10-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved