• რეკლამა
  • კონტაქტი
20:26, ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აშშ-ს საელჩოს განცხადება და პოლიტიკური ოპოზიცია – გოგა გაგნიძე

"ოპოზიციას ხომ შეუძლია გამოიყენოს სპეციალურად მისთვის შექმნილი შესაძლებლობის ფანჯარა? – ძნელია? ალოგიკურია? არაადეკვატურია? არცერთი. უბრალოდ გააკეთეთ"

ალია ავტორი - ალია
17:41 06-03-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
66

ისტორიკოსი, გოგა გაგნიძე:

აშშ-ს საელჩოს განცხადება კლასიკურია – ის ზუსტად აგრძელებს ვაშინგტონის იმ დიპლომატიურ კურსს, რომელიც კავკასიის რეგიონში წლებია ტარდება. აქ რადიკალურად ახალი და განსხვავებული არაფერი თქმულა.
თუმცა, ამჯერად განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ მოწოდება პოლიტიკური ოპოზიციისადმი, რათა მან სახელმწიფო ინსტიტუტებთან ითანამშრომლოს.
ციტატა: „ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცეს“.
როგორ პასუხობს პოლიტიკური ოპოზიცია აშშ-ს საელჩოს ამ შესანიშნავ, მისთვისვე ხელსაყრელ სვლას?
სამწუხაროდ – თავის მართლებით, ერთმანეთზე ხელის გადაბრალებითა და წარსულში გაუთავებელი ვოიაჟით, ჟანრში: „ხომ ვამბობდი, მართალი ვიყავი“ და „მე პარლამენტში შესვლა მინდოდა, იმათ კი — არა“.
ნაცვლად ამისა, მათ ხომ შეუძლიათ გამოიყენონ სპეციალურად მათთვის შექმნილი შესაძლებლობის ფანჯარა და განაცხადონ:
„მიუხედავად „ქართული ოცნების“ ხისტი, პერმანენტული და დემოკრატიული პროცესების დამარღვეველი ქმედებებისა, ჩვენ ვრჩებით სამართლებრივი პრინციპების ერთგულები და მზად ვართ, ყველა შესაძლო ფორმატით აღვასრულოთ ქართული საზოგადოების ნება.
მზად ვართ, დავუბრუნდეთ და შევუდგეთ „ქართული ოცნების“ მიერ არაერთგზის დაზიანებული საარჩევნო კოდექსის განხილვას, მისი ნორმების საქართველოს კონსტიტუციასთან თანხვედრაში მოყვანას და საარჩევნო ადმინისტრაციის იმგვარად ფორმირებას, სადაც გათვალისწინებული იქნება ყველა ოპოზიციური პარტიის მონაწილეობა პარიტეტულ საწყისებზე.
ეს ნაბიჯები მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს, ქვეყანას დემოკრატიული განვითარების კალაპოტში დააბრუნებს და ორ წელიწადში, მორიგი ბუნებრივი საარჩევნო წლისთვის, ჯანსაღ წინასაარჩევნო გარემოს ჩამოაყალიბებს.
ხოლო იმისათვის, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე, მდგრადი და შედეგზე ორიენტირებული, ოპოზიციური პარტიები ვთანხმდებით მოლაპარაკებების დაწყების ერთადერთ წინაპირობაზე – ყველა პოლიტიკური და სინდისის პატიმრის დაუყოვნებელ გათავისუფლებაზე.“
მსგავსი განცხადება „ქართული ოცნებისგან“ მკაფიო და ხელშესახებ პასუხს მოითხოვს. უარის თქმის შემთხვევაში კი მმართველ გუნდს მოუწევს საკუთარი პოზიციის არგუმენტირებული დასაბუთება როგორც საზოგადოების, ისე პროცესის მედიატორის – აშშ-ს საელჩოს წინაშე.
რა შეიცვლება ამით?
პოზიციონირება: მსხვერპლისა თუ პასიური კრიტიკოსის როლიდან ოპოზიცია პირდაპირ გადადის პროცესის მთავარი არქიტექტორის ამპლუაში.
კონკრეტული დღის წესრიგი: განცხადება აღარ შემოიფარგლება ბუნდოვანი, ზოგადი ლოზუნგებით. მასში მკაფიოდ იწერება ტექნიკური, მაგრამ ფუნდამენტური საკითხები: საარჩევნო კოდექსი, ადმინისტრაციის პარიტეტული დაკომპლექტება და პოლიტპატიმრების თემა.
მომდევნო ორი წლის პერსპექტივის ფორმირება: ორი წლის შემდგომ, ბუნებრივ საარჩევნო ციკლზე აქცენტის გადატანა აჩვენებს გრძელვადიან, სტაბილურ სტრატეგიას და არა ემოციურ, მოკლევადიან გათვლებს.
ამ სცენარის მთავარი ძალა „ქართული ოცნების“ ტაქტიკურ იძულებაშია, რაც ქვეყანას ერთდროულად ორ კურდღელს დააჭერინებს და მმართველ გუნდს მძიმე დილემის წინაშე დააყენებს:
კონსტრუქციულ და არგუმენტირებულ შეთავაზებაზე უარის თქმა დასავლელი პარტნიორების თვალში პროცესის სრულ ბლოკირებასა და რადიკალიზმში მხოლოდ საკუთარი თავის მხილებას ნიშნავს.
მმართველ გუნდს ხელიდან ეცლება მთავარი ნარატივი, თითქოს ოპოზიციას მხოლოდ დესტაბილიზაცია სურს და მას რეალური, სამუშაო გეგმა არ გააჩნია.
ეს ფორმულა პრაგმატული პოლიტიკური რეალიზმის საუკეთესო ნიმუშია.
ძნელია? ალოგიკურია? არაადეკვატურია? არცერთი.
უბრალოდ გააკეთეთ.
ძლიერი საქართველო • Dzlieri Sakartvelo
ახალი | ცვლილებისთვის
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ოპოზიციის ალიანსი • Opposition Alliance
გახარია
US Embassy Tbilisi, Georgia

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი
ახალი ამბები

განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი

13:38 06-03-2026
TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი
ახალი ამბები

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი

13:17 06-02-2026
კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

13:10 06-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved