• რეკლამა
  • კონტაქტი
15:16, ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნაციონალური მოძრაობა“ კამპანიას – „გახსოვდეს აფხაზეთი – გახსოვდეს დევნილები“, იწყებს

ალია ავტორი - ალია
12:30 06-03-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
66

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იწყებს ფართომასშტაბიან კამპანიას – „გახსოვდეს აფხაზეთი – გახსოვდეს დევნილები“.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ბესო შენგელიამ ბრიფინგზე განაცხადა, აფხაზეთის საკითხი ქრება როგორც საერთაშორისო, ისე შიდა პოლიტიკური დღის წესრიგიდან, ხოლო მმართველი ძალა „ვერ და არ იცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“.

„დღეს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, აფხაზეთის საკითხი ეტაპობრივად ქრება როგორც საერთაშორისო, ისე შიდა პოლიტიკური დღის წესრიგიდან. ეს არის არა შემთხვევითი პროცესი, არამედ ხელისუფლების სუსტი, არაკომპეტენტური და რუსეთზე დამოკიდებული პოლიტიკის პირდაპირი შედეგი. მმართველი ძალა, რომელიც ოლიგარქიულ რეჟიმად ჩამოყალიბდა, ვერ და არ იცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს იმ სიმტკიცით, რაც ქვეყნისთვის ამ ისტორიულ ეტაპზე აუცილებელია. მათი პოლიტიკის პირობებში, მნიშვნელოვნად სუსტდება საერთაშორისო ყურადღება რუსეთის ოკუპაციის, ეთნიკური წმენდისა და აფხაზეთში ჩადენილი უმძიმესი დანაშაულების მიმართ. პარალელურად, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ჩვენი მოქალაქეები დღემდე უმძიმეს სოციალურ, ეკონომიკურ და საყოფაცხოვრებო პირობებში ცხოვრობენ. სამწუხაროდ, სახელმწიფოს მხრიდან მათ მიმართ არ არსებობს ღირსეული, სისტემური და სამართლიანი პოლიტიკა. ეს არის მძიმე, სახიფათო და სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი პროცესი. დღეს არის საკვანძო და უმნიშვნელოვანესი დრო, როდესაც აფხაზეთის საკითხი უნდა დაბრუნდეს როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ პოლიტიკურ დღის წესრიგში. სწორედ ახლაა საჭირო, რომ სახელმწიფომ, საზოგადოებამ და მთლიანად პოლიტიკურმა სპექტრმა კიდევ ერთხელ ხმამაღლა ისაუბროს რუსეთის ოკუპაციაზე, ეთნიკურ წმენდაზე, დევნილებზე და იმ ადამიანებზე, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ყველაზე მძიმე ფასი გადაიხადეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იწყებს ფართომასშტაბიან კამპანიას – „გახსოვდეს აფხაზეთი – გახსოვდეს დევნილები“.

კამპანია ეფუძნება ორ ძირითად მიმართულებას და მოიცავს ათ კონკრეტულ ინიციატივას. სოციალური მიმართულება: 1. დევნილთა 45-ლარიანი შემწეობის დაუყოვნებლივ გაზრდა და მისი საარსებო მინიმუმთან გათანაბრება. 2. დევნილთა განსახლების პროგრამის სრული რეფორმა – კორუფციის აღმოფხვრა, ე.წ. ქულათა უსამართლო სისტემის გადახედვა და ეფექტიანი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება. 3. დევნილებისთვის ახალი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების შექმნა და თითოეული ბენეფიციარისთვის მათი რეალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 4. დევნილი სტუდენტებისთვის სახელმწიფო სტიპენდიის დაწესება. 5. დევნილთა დასაქმების ხელშემწყობი მიზნობრივი პროგრამების ამოქმედება.

არაღიარების პოლიტიკისა და სამართლებრივი მიმართულება: 1. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარება და აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურული ერთეულების მოდერნიზაცია. 2. აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქონების ერთიან სისტემაში რეგისტრაცია და აღრიცხვა, ასევე საპრეზიდენტო პროგრამის – „ჩემი სახლის“ – აღდგენა. 3. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსის შენარჩუნება, გაძლიერება და ინსტიტუციური მხარდაჭერა. 4. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების მხარდამჭერი მკაფიო სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის ჩამოყალიბება. 5. გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ოფიციალური აღიარება, მათთვის შესაბამისი სამართლებრივი სტატუსის მინიჭება და მათი სოციალური გარანტიების გათანაბრება ომის მონაწილეთა და დაზარალებულთა უფლებებთან.

განსაკუთრებით მსურს ყურადღება გავამახვილო გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა საკითხზე. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული პირველადი მონაცემების მიხედვით, აფხაზეთში სასტიკი წამებით მოკლულია 5200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე. ეს ადამიანები მხოლოდ სტატისტიკა არ არიან – ისინი არიან ჩვენი თანამოქალაქეები, ჩვენი ეროვნული ტრაგედიის სიმბოლო და რუსეთის მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ცოცხალი მტკიცებულება. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ეს ადამიანები დავივიწყოთ. სახელმწიფო ვალდებულია, მათ მიანიჭოს შესაბამისი სამართლებრივი სტატუსი, აღიაროს მათი ტკივილი და უზრუნველყოს ღირსეული სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება. აფხაზეთის საკითხი არ შეიძლება იყოს დავიწყებული თემა. ეს არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების, ისტორიული სამართლიანობისა და სახელმწიფოებრივი ღირსების საკითხი“,- განაცხადა ბესო შენგელიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

14:30 09-23-2026
კომპანიის რეგისტრაცია
ახალი ამბები

კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში – რა უნდა იცოდეთ იურიდიული მისამართის შესახებ

14:22 09-23-2026
პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები  გრძელდება
ახალი ამბები

პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება

13:51 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved